სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარუსოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კლუბები წარმატებით ფუნქციონირებს
21-03-2022
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში მოსწავლეთა არაერთი კლუბი ფუნქციონირებს, მოსწავლეები ასევე წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

სკოლაში აქტიურად ტარდება დებატების კლუბის მეცადინეობები. დებატების კლუბი დაარსდა 2020-2021 სასწავლო წლიდან საქართველოსა და დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. მასში ჩართულები არიან ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლისა და სარუსოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.

სასწავლო წლის დასაწყისში დაარსდა ლიტერატურული კლუბი, რომლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული კითხვის სწავლება, კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება და ესთეტიკური აღზრდა.

ამ სასწავლო წელს დაარსდა აგრეთვე ეკოკლუბი „ნიამორები“. სკოლა ჩაერთო ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის კონკურსში. მთელი რიგი აქტივობები უკვე განხორციელდა და კლუბის წევრებს სამომავლოდაც მრავალი გეგმები აქვთ განსახორციელებელი. კლუბის წევრებს სტუმრად ეწვია ბატონი კახაბერ სუხიტაშვილი და მდგრადი განვითარების მიზნებზე ესაუბრა.

შემოდგომის სემესტრში სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და „ფინედუს“​ მიერ ჩატარებულ სასკოლო კონკურსში - „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“​.

კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის ამაღლება და დაზოგვის უნარების გაუმჯობესება. სკოლის მირ მომზადებული იდეები მოხვდა საუკეთესო ათეულში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება