სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გარემოს ქომაგები“ - თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
21-03-2022
-
+


თბილისის N31 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვდადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში. ამჯრად, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთნენ, რომლის ფარგლებშიც მათ არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემებიდან თბილისის N31 საჯარო სკოლამ არჩევანი გარემოს დაცვაზე შეაჩერა, სათაურით -  „გარემოს ქომაგები“. რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა მე-6 კლასში.

უპირველესი ამოცანა - გარემოს დაცვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების კალენდრის დანერგვის გზით VI კლასის დამრიგებელ ქალბატონ ხათუნა კერზაიასთვის აღმოჩნდა. სადამრიგებლო რგოლის გაძლიერების მიზნით, პრიორიტეტული თემა ინტეგრირდა სადამრიგებლო პროგრამასთან, კერძოდ, მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა.

VI კლასი აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში, დაიგეგმა მეტად საინტერესო აქტივობები და გასვლითი გაკვეთილები:

  1. გრძელვადიანი მინი პროექტი (სექტემბერი 2021- თებერვალი 2022) ტექნოლოგიების საერთაშორისო დღე -  6 იანვარი.

მიზანი 9:  მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა .

  • დისკუსია - ტექნოლოგიის უპირატესობები და ნაკლოვანებები;
  • ონლაინ გაკვეთილები- Scratch ვიზუალური პროგრამირების საწყისები. მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეო ტუტორიალები პატარა სიუჟეტებით და ანიმაციები სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის მიხედვით;
  • ვიზიტი ექსპერიმენტორიუმში-სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში. ნოემბრის თვეში დაათვალიერეს ექსპერიმენტორიუმი, სადაც მოსწავლეებმა თავი პატარა მეცნიერებად იგრძნეს. იქ წარმოდგენილი იყო 80-მდე ექსპონატი, რომელიც მოსწავლეებს შემდეგში დაეხმარება ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკის, პროგრამირების ხალისით და აღმოჩენით შესწავლაში. ასევე მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აზოტის შოუმ;
  • ინდივიდუალურად დამზადდა მისალოცი ბარათები განათებით. მოსწავლეებმა ლედ ნათურით და ელემენტით შექმნეს შობა-ახალი წლის მისალოცი ბარათები. წარმოდგენა შეექმნათ  გამანათებელ მოწყობილობაზე, ელექტრული დენის გატარებაზე და წრედის შეკვრაზე;
  • შეხვედრა-ტრენინგი მასწავლებლის სახლში პროექტი "საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერა";
  • ვიზიტი stem კლუბ ,,ჩხირკედელასთან“ მოსწავლეები გაეცნენ არდუინოს შესაძლებლობებს სასწავლო მიზნებისთვის, რათა ადვილად მართონ სხვადასხვა ტიპის სენსორები პროექტზე მუშაობისას;
  • აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეებს სერთიფიკატები გადაეცათ;
  1. 4 და 7 მარტს სასკოლო პროექტის ფარგლებში მოეწყო ვიდეო ჩვენება შემდეგ თემაზე:
    •  ჩვენ დავიცავთ დედამიწას
    •  ჰიგიენის წესები ჯანმრთელობისა და გარემოს
    • დასაცავად
    • ნარჩენების მართვა
    • არ დაწვა ფოთოლი
    • სმოგი - Smog

 მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვარს და გაიმართა დისკუსია. შეხვედრის მიზანი იყო ზიანის მომტანი  ქცევების შემცირება. 

  1. პროექტის ფარგლებში VI კლასი  ეწვია დიღმის ჭალების გარემოსდაცვით მუზეუმს, რომლის მიზანი  ცნობიერების ამაღლება  გახლდათ.

მოსწავლეებისთვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა დიღმის ჭალების უმძიმესი რეალობა: ფესვებგაშიშვლებული ხეები, ხელოვნური ტბები, ნაგავსაყრელი. ბავშვებმა დაათვალიერეს მტკვრის უჯებირო სანაპირო, აღმოაჩინეს სოროები, დააკვირდნენ ფრინველებს. მოსწავლეებმა დაასკვნეს, გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, უნდა გავუფრთხილდეთ.   

  1. 22 მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა ბიოფიზიკოსს ანა ტრაპაიძესთან.

მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარიული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა.

მოწვეული სტუმარი ბავშვებს ესაუბრა:

  • მტკნარი წყლის მარაგის პლანეტაზე კატასტროფულად შემცირებაზე;
  • წყლის რესურსების დაცვა და მოფრთხილებაზე;
  • წყლის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებზე;
  • ანტისანიტარიაზე, რომელიც მრავალი დაავადების თუ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზია;
  • მდინარე მტკვრის და თბილისის ზღვის მნიშვნელობაზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება