სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებლებს შეხვდა
27-10-2016
-
+


ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ზოგად საგანმანათლებლო სკოლების ისტორია - გეოგრაფიის მასწავლებლებს შეხვდა.  

შეხვედრას უმასპინძლა მესტიის №2 საჯარო სკოლამ. 

შეხვედრის მიზანი იყო მესტიელი პედაგოგებისთვის ასოციაციის საქმიანობის გაცნობა, საზოგადოებრივ დისციპლინათა სწავლების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა და ბოლოს, მესტიის №2 სკოლაში ისტორიის კაბინეტის გახსნა. 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ნიგურიანი, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მანანა შეყილაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივ დისციპლინათა ჯგუფის ხელმძღვანელი თეა ქარჩავა, ასოციაციის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელები.

ახლადგახსნილ კაბინეტს საჩუქრად გადაეცა კედლის ისტორიული რუკები, სასწავლო კომპაქტ-დისკები, სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურა.დაიგეგმა მომავალი შეხვედრები პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
 
ასევე, მესტიელი პედაგოგების ჩართვა ასოციაციის პროექტებში, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, „საბავშვო არქეოლოგია“, „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა“და სხვა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება