| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში მორიგ წარმატებას ზეიმობენ. „რაჭის სათემო ორგანიზაციის“ მიერ გამოცხადებულ მიკროგრანტების კონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ექვსი პროექტი დაფინანსდა.
დაფინანსებული პროექტების სია ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ თითოეული პროექტი დაფინანსდა 500 ევროს ექვივალენტით, ბავშვებმა პროექტები დაუკავშირეს სასკოლო პროექტს „ჯანსაღი ცხოვრება“, ისინი გეგმავენ ჩანთებზე ჰუდებსა და მაისურებზე ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდისთვის სლოგანების დაბეჭდვას, ასევე საიტის შექმნას და მისი საშუალებით საზოგადოების ინფორმირებას გენდერული თანასწორობის შესახებ. ასევე სკოლის ტერიტორიაზე ამ პროექტების ფარგლებში მოეწყობა ველოსიპედების საპარკინგე სივრცე.
„სკოლისა და ბავშვების სახელით მადლობას ვუხდით „რაჭის სათემო ორგანიზაციას“ ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის. გვწამს, რომ ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და ხელს შეუწყობენ დისკრიმინაციის აღმოფხვრას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ