სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენ ვრჩებით საკლასო ოთახებში, იმიტომ რომ..."- მინისტრის მოადგილე
02-02-2022
-
+


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი  სკოლებში ჩვეულ რეჟიმში, დღეს არსებული პროტოკოლითა და წერტილოვანი შეზღუდვების გამოყენების უკვე გამოცდილი პრაქტიკით გაგრძელდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით კი ამ პროცესში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სასკოლო საზოგადოებასთან ერთად მშობლებსაც ეკისრებათ.

„ცალსახად მინდა გითხრათ ჩვენი  პოზიცია და მიდგომა: ონლაინსწავლაზე როცა ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ბოლო უნდა იყოს სკოლა, ვინც იტყვის უარს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელებაზე. სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც აუცილებლად დაგვიდგნენ გვერდში. მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ და დაგვეხმარონ იმისათვის, რომ დიახ, საკალსო ოთახებში შევინარჩუნოთ სასწავლო პროცესი“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

მისივე თქმით, მმნიშვნელოვანია სწავლა მიმდინარეობდეს საკლასო ოთახებში და აუცილებლად გაგრძელდება მასწავლებელთა გეგმიური ტესტირება.

„ჩვენ ვრჩებით საკლასო ოთახებში, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს ყველაზე ბუნებრივ გარემოში, შესაბამისად მთელი რიგი სამუშაოები ტარდება, რომ ჩვენ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში შევინარჩუნოთ. მთელი ორი წლის განმავლობაში საკმაო გამოცდილება შეიძინეს სკოლებმა. მათ აქვთ დეტალურად გაწერილი პროტოკოლი, რომლესაც მიყვებიან და ამ პროცესში არის ჩართული ყველა მხარე. სტატისტიკურად ჩვენ გვაქვს 2085 საჯარო სკოლა და 217 კერძო სკოლა. ამ რაოდენობიდან 201 სკოლაა გადასული დისტანციური სწავლის ფორმაზე. მასწავლებელთა საყოველთაო ტესტირება გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია არამხოლოდ ჯანდაცვის სექტორი, არამედ სკოლის ექიმებიც“, - აღნიშნა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება