TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„izrune.ge-მ მშობელი და შვილი შეკრა“ - ია გაგუა
01-02-2022
-
+


izrune.ge-ს პრიორიტეტი ბავშვებისთვის ცოდნის გაღრმავება, მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნაა. პროექტის მთავარი მიზანი და საზრუნავიც სწორედ მოსწავლეა. ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა განსაკუთრებულად პანდემიის მიმდინარეობისას იზრდება - მაშინ, როდესაც მოსწავლეებს დისტანციურად სწავლა უწევთ. მოსწავლეთა განვითარება დამრიგებელთა მთავარი, ყოველდღიური საზრუნავიცაა, ისინი ცდილობენ, რომ ბავშვები მეტად გაააქტიურონ და ტესტებში ჩართონ. ასე ისინი მოსწავლეებს დამატებით მიზანსა და განვითარების გზას უსახავენ.

სწორედ ასეთი მზრუნველი პედაგოგია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის საჯარო სკოლის I კლასის დამირგებელი ია გაგუა. მზრუნველი დამრიგებლის მოსწავლეები izrune.ge-ში აქტიურად და დიდი წარმატებით მონაწილეობენ. ია გაგუასთვის, მისი მოსწავლეების თითოეული წარმატება საამაყო და სასიხარულოა. იგი საკუთარ აღსაზრდელებს, როგორც საკუთარ შვილებს ისე უყურებს, სწორედ ამიტომ, izrune.ge-ში მათი აქტიური მონაწილეობა და წარმატებები მისთვის განსაკუთრებით საამაყოა.

- izrune.ge-ში როგორია თქვენი ისტორია?

- როგორც კი გავიგე, რომ izrune.ge-ს ტესტებში მონაწილეობა პირველკლასელებსაც შეეძლოთ, მშობელთა კრება მოვიწვიე და ვკითხე მშობლებს ჰქონდათ, თუ არა სურვილი რომ ბავშვებს მონაწილეობა მიეღოთ. მათგან დიდი დაინტერესება წამოვიდა. ეს ტესტები პირადად მე, ძალიან მომწონს, რადგან ბავშვი მხოლოდ კლასზე და სკოლაზე დამოკიდებული არ არის. 

- ტესტირების მომზადების პროცესი როგორია, მოსწავლეები თავად იჩენენ ინიციატივას თუ თქვენ გიწევთ შეხსენება?

- სიმართლე გითხრათ, ბავშვები მშობლებთან ერთად იმდენად აქტიურად არიან ჩართულები, რომ ტესტირების დღეები, როდის აქვთ არც კი ვიცი. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ღებულობენ ბავშვები მონაწილეობას, რაც ძალიან მახარებს. 



- თქვენი მოსწავლეები ტესტირებაში წარმატებით და აქტიურად მონაწილეობენ, რა არის თქვენი მიზანი, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ?

- პირველ რიგში მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა - კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად მუშაობა და სიახლეები ისწავლონ. გაიგონ, რომ განათლება მხოლოდ გაკვეთილის სწავლა და დავალების შესრულება არ არის და სწორედ ამაში izrune.ge ძალიან ეხმარებათ. ეს ტესტები მათ ცოდნას უღრმავებს და იგებენ, რომ სწავლა - განათლება მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ტესტებში მათ ბევრი ცხოვრებისეული საკითხები ხვდებათ და ესეც ძალიან მომწონს. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჩემი მოსწავლეები პასუხებს სცემენ ტესტებს. 

- მშობლები რამდენად არიან დაინტერესებულები ტესტირების მიმდინარეობითა და შედეგებით?

- ჩემი თვალით დანახულს გეტყვით - izrune.ge-მ მშობელი და შვილი შეკრა. კომპიუტერთან სამუშაოდ ორივე ერთად დაჯდა.. მშობლებს ხშირად ჰგონიათ, რომ მხოლოდ მასწავლებელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, izrune.ge-მ გააერთიანა. მე ვთხოვე მშობლებს, ვინაიდან პირველკლასელებმა ყველა ასო-ბგერა არ იციან, წაუკითხეთ შეკითხვები და რა პასუხსაც გაგცემთ შვილი ის მიუთითეთ ტესტებში, რადგან ბავშვი ამ დროს სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას თუ აზროვნებას. მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან და ძალიან მოსწონთ, რადგან ზოგიერთმა ისიც კი მითხრა, რომ ბავშვი დამოუკიდებლად მუშაობას და ტესტირებას პირველივე კლასიდან თუ მიეჩვევა მისთვის უფრო კარგიაო.  მე ძალიან კარგი მოსწავლეები და მშობლები მყავს, მათით უაღრესად კმაყოფილი ვარ..



- ქალბატონო ხათუნა, როგორ ფიქრობთ რამდენად საპასუხისმგებლო როლი გიკავიათ მოსწავლის ცხოვრებაში, როგორც დამრიგებელს?

- ვფიქრობ ძალიან დიდი.. ჩემს მოსწავლეებს ჩემი შვილების კუთხიდან ვუყურებ. ის რაც ჩემს შვილებს დააკლდათ თავიანთი დამრიგებლისგან ის მათზე აისახა კიდეც. ვცდილობ ჩემი მოსწავლეები ყოველგვარ სიახლეში ჩავრთო, რადგან ბავშვმა კლასის გარეთ ყველაფერი უნდა იცოდეს. დამრიგებელი მოსწავლის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს და ის მისი პირადი მაგალითია. 

- როგორ ფიქრობთ, რა როლის აქვს izrune.ge-ს ტესტებს სასკოლო ცხოვრებაში, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტორსაც, რომ პანდემიის გამო ბავშვებს სხვადასხვა აქტივობებში ხშირად მონაწილეობა არ უწევთ?

- მე ჩემს მოსწავლეებს და არამხოლოდ მათ, მყავს თბილისიდან მოსწავლე, რომელსაც ონლაინ ვუტარებ გაკვეთილებს და მასაც კი, ვურჩევ izrune.ge-ში ჩაერთნონ. ეს ტესტები ბავშვებს ეხმარებათ, რომ დაინახონ რა აქვთ სუსტი მხარე, სად სჭირდებათ უფრო გულმოდგინე მეცადინეობა. ბავშვი, რომ ხედავს მიღებულ ქულებს ის საკითხს კვლავ უბრუნდება და არასდროს ავიწყდებდა... და კიდევ ერთი რამ რაც მომწონს სხვა ტესტირებებისგანგ ანსხვავებით, არის დიპლომები. ბავშვებში ეს უდიდეს მოტივაციას აღვიძებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

შეიცვალა თუ არა ეროვნული გამოცდების კალენდარი - რეგისტრაციისა და ტესტირების ვადებს NAEC-ის დირექტორი ასახელებს

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები 16 მარტს დამტკიცდა - დოკუმენტი პროფესიული განათლების მასწავლებელს ეხება

ქორეოგრაფს, რომელმაც ბრალი აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით, დაეკისრა

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები სკოლებში უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

პროექტზე მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, გაიმდიდრეს ცოდნა და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც მოიძიეს

მე-9² და მე-9⁴ კლასებში, ისტორიის მასწავლებლის - მარი გერგეშანიას ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი - „უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველები“

ფინალისტი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით

პრემიის მიზანია გამორჩეული მამაკაცების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება