სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხისძირის საჯარო სკოლაში ტექნოლოგიური კლუბი შეიქმნება
01-02-2022
-
+


ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლამ მორიგ წარმატებას მიაღწია: პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი" მე-2 ნაკადის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა; სკოლა იმ 31 საუკეთესო სკოლას შორის მოხვდა, რომელიც I ეტაპზე, პროექტის ავტორების მხარდაჭერით, ტექნოლოგიურ კლუბს შექმნის.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პროექტის მენეჯერ ნანა დიხამინჯიასგან პედაგოგმა, დალი თურმანიძემ წერილი მიიღო, სადაც დეტალური ინფორმაცია წერია.

პროექტის განმავლობაში სკოლას აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრთან ექნება, რადგან აპლიკაციის შევსებისას იქნა მონიშნული. ასევე, შესაძლებელი იქნება მონაწილეობის მიღება: ვორკშოპებში, ტრენინგებში, შეჯიბრებებში და სხვა აქტივობებში, რომელიც ბენეფიციარი სკოლებისთვის დაიგეგმება.

წერილში მოცემული ინფორმაციის თანახმად, სკოლაში მომავალი თვეების განმავლობაში დაიწყება კლუბის ფუნქციონირება, სადაც სპეციალისტების დახმარებით კლუბის წევრი მოსწავლეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უნარების დაუფლებას. მალე ჩატარდება ქსელის პირველი შეხვედრა ონლაინ, სადაც დამატებით დეტალები გახდება ცნობილი.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი ულოცავს სკოლასა და პედაგოგს აღნიშნული ქსელის წევრობას და წარმატებულ თანამშრომლობას უსურვებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება