სიახლეები
სიახლეები

ვის ისურვებდით თქვენს მასწავლებლად? - 10 ყველაზე ცნობილი მასწავლებელი თუ პროფესორი
02-01-2023
-
+


როგორი მოსწავლე იქნებოდით, თქვენი მასწავლებლები ბარაკ ობამა, ჰილარი კლინტონი ან ჰოლივუდის მსახიობი, ჰიუ ჯეკმანი რომ ყოფილიყვნენ? დიახ, ზემოთ ნახსენები ადამიანები ნამდვილად იყვნენ კოლეჯის, უნივერსიტეტისა თუ სკოლის პროფესორ-მასწავლებლები; მაგალითად, ამერიკის რიგით 44-ე პრეზიდენტი მიწვეული ლექტორის სტატუსით დღესაც კითხულობს სტუდენტებისთვის ლექციებს.

etaloni.ge წარმოგიდგენთ ცნობილი პიროვნებებს, რომლებიც პოლიტიკურ თუ სამსახიობო მწვერვალების დაპყრობამდე რიგითი მასწავლებლები იყვნენ.

1. ჰიუ ჯეკმანი (Hugh Jackman), ავსტრალიელი მსახიობი



ჰოლივუდის დაპყრობამდე ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ბრიტანულ სკოლაში მასწავლებლად წლების განმავლობაში მუშაობდა და ერთ დღეს, თავის ყოფილ მოსწავლეს, რომელიც რეპორტიორად მუშაობდა წითელ ხალიჩაზეც კი გადაეყარა.

2. სტივენ კინგი (Stephen King) ამერიკელი მწერალი და სცენარისტი



სტივენ კინგს მსოფლიოში წიგნების 350 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. იგი ისეთი წიგნების ავტორია, როგორებიცაა - მიზერი, უიმედოთა ქალაქი, ის და ა.შ. მანამდე, სანამ კინგი საშინელებათა ჟანრის ლიტერატურის უდიდესი მწერალი გახდებოდა, იგი ინგლისურის პედაგოგი გახლდათ. სტივენ კინგმა კოლეჯის დასრულების შემდგომ მაინის აკადემიაში მოსწავლეებს ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და როგორც ამბობენ, მასწავლებლობას დღემდე დიდი სიამოვნებით მიჰყვება.


3. ჯონ ჰემი (Jon Hamm) ამერიკელი მსახიობი



ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი მშობლიურ სკოლაში დღემდე დრამის მასწავლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჰემს წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს, ინტერვიუებში ხშირად ამბობს, რომ მასწავლებლობა მისთვის სიხარულის მომგვრელია, რადგან უყვარს როდესაც მის მოსწავლეებს ხელოვნებისა და მსახიობობისადმი სიყვარულს უნერგავს.

4. ჰილარი კლინტონი (Hillary Clinton) ამერიკელი პოლიტიკოსი



ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009-2013 წლებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი, აშშ-ის სენატორი ნიუ-იორკიდან 2001-09 წლებში, 2008 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და 1993-2001 წლებში ამერიკის პირველი ლედი, ეს ის მცირე ჩამონათვალია რეგალიებისა, რომლებსაც ეს ცნობილი ქალი ფლობს. კლინტონი წლების განმავლობაში არკანზანსის უნივერსიტეტში სამართლის პროფესორი იყო. იგი დღემდე აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ ღონისძიებებში.

5. ჯესი უილიამსი (Jesse Williams) მსახიობი



თუ თქვენ „გრეის ანატომიას“ უყურებთ მაშინ ექიმ ეივრის როლის შემსრულებელი ჯესი უილიმსი აუცილებლად გეცოდინებათ. უილიამსი კოლეჯის დამთავრების შემდეგ ამერიკულ-აფრიკულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და დღემდე აქტიურობს, რათა სტუდენტებმა მისი დახმარებით სტიპენდიის მოპოვება შეძლონ.

 
6. ბარაკ ობამა (Barack Obama) აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი



ობამას მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტან, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ პოლიტიკურ კარიერამდე იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი იყო. პოლიტიკური კარიერის შემდეგაც კი შეძლო ლექციებსა და კაპიტოლიუმის შენობას შორის დრო თანაბრად გადაენაწილებინა. ის, მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს დღემდე ატარებს.

7. ლინ-მანუელ მირანდა (Lin-Manuel Miranda) ამერიკელი მსახიობი და მომღერალი



ცნობილი მსახიობისა და მომღერლის თავბრუდამხვევი კარიერა მანჰეტენის საშუალო სკოლაში დაიწყო, სადაც იგი ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მასწავლებლობის პერიოდს მსახიობი სხვადასხვა ინტერვიუებში დღემდე იხსენებს და აღნიშნავს, რომ მასწავლებლობის დრო უფრო მეტს ნიშნავს მისთვის, ვიდრე ამჟამინდელი წარმატება.

8. მაია ანჯელოუ (Maya Angelou) პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი



ამერიკელი პოეტისა და აქტივისტის თქმით მთელი ცხოვრება თავს მასწავლებლად გრძნობდა. იგი 30-ზე მეტ საპატიო წოდებას ფლობდა, თუმცა მისთვის უეიკ ფორესტში მასწავლებლობაზე დიდი ჯილდო არასოდეს მიუღია.

9. სტივ ვოზნიაკი (Steve Wozniak) ამერიკელი ელექტრო-ინჟინერი, Apple Computer Inc-ის თანადამფუძნებელი



ვოზნიაკმა სტივ ჯობსთან და რონალდ ვეინთან ერთად Apple Computer Inc დააფუძნა და უშუალოდ მის სახელს უკავშირდება Apple I და Apple II კომპიუტერების დაპროექტება და აწყობა, რომლებმაც მიკროკომპიუტერების სრული რევოლუცია მოახდინა. ამის მიუხედავად იგი სკოლაში კომპიუტერების რიგითი მასწავლებელი იყო და მუდამ ცდილობდა მოსწავლეებში კომპიუტერებისადმი სიყვარული მეტად გაეღვივებინა. მან იცოდა, რომ მომავალი კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე იქნებოდა დამოკიდებული და ბავშვებს მაქსიმალურ ცოდნას დაუღალავად აძლევდა.

10. ბილ ნაი (Bill Nye) , „მეცნიერების ბიჭი“, სატელევიზიო შემეცნებითი გადაცემების ვარსკვლავი



ბილ ნაი იმის ნათელი მაგალითია, რომ თუ თქვენ გსურთ მოსწავლეებს ასწავლოთ მაშინ მნიშვნელობა არ აქვს, ამას საკლასო ოთახიდან გააკეთებთ და ეკრანიდან. ბილ ნაი პოპულარული 1990-იან წლებში გახდა; მას საკუთარი სატელევიზიო შემეცნებითი შოუ ჰქონდა. გადაცემის დახურვის შემდეგ კი კორნეულის უნივერსიტეტში პროფესორად განაგრძო მოღვაწეობა.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო იმსჯელებს ცნობილია

- ახალმთვარეობა - ახალი მთვარის ენერგია ითვლება ახალი დასაწყისისა და სურვილების ჩასაფიქრებლად ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელად.

გადაამზადებენ თუ არა ლექტორებს? - მინისტრის მოადგილის პასუხი კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება