სიახლეები
სიახლეები

„izrune.ge-ში მოპოვებული ყოველი სტატუსი დიდი მნიშვნელობის მატარებელია და მოტივაციას ზრდის“ - ხათუნა ფახურიძე
28-12-2021
-
+


izrune.ge-ს მთავარი საზრუნავი და პრიორიტეტი მოსწავლეა. ბავშვებისთვის მოტივაციის ამაღლება და დამატებითი სტიმულის შექმნა პროექტის მთავარი მიზანია. განსაკუთრებით იზრდება ამ ინოვაციური პორტალის მნიშვნელობა იმ მოცემულობაში, როდესაც მოსწავლეები უმეტესწილად დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან. იმას თუ მოსწავლეებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია izrune.ge-ს ტესტები კლასის დამრიგებლები აცნობიერებენ, ისინი განსაკურებული აქტიურობით გამოირჩევიან და თავიანთი მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

სწორედ ასეთ პედაგოგთაგან თბილისის N71  საჯარო სკოლის IIIბ კლასის დამრიგებელი ხათუნა ფახურიძე. მას უკვე მეორე სადამრიგებლო კლასი ჰყავს  ჩართული  izrune.ge-ს ტესტირებაში. მისმა წინა სადამრიგებლო კლასმა „მომავლის კლასის“ ტიტულიც მოიპოვა, ახალი სადამრიგებლო კლასი კი წელს სამჯერ ზედიზედ გახდა „სუპერ კლასის“ ტიტულის მფლობელი. მასწავლებლის და მისი მოსწავლეების მიზანია, სამომავლოდ ყველა უმაღლეს სტატუსსა და საფეხურს მიაღწიონ

- როდის ჩაერთეთ თქვენს სადამრიგებლო კლასთან ერთად izrune.ge-ში?

- მე პირადად უკვე დიდი ხანია რაც izrune.ge-ში ვარ ჩართული, რადგან წინა სადამრიგებლო კლასშიც აქტიურად ვაკთებდით ტესტებს. ოთხი წელი საკმაოდ წარმატებით დავასრულეთ და ვაგრძელებთ izrune.ge-სთან ურთიერთობას. ზედიზედ სამჯერ მოვიპოვეთ სუპერ კლასის ტიტული და ვინარჩუნებთ კიდეც.



- ალბათ როდესაც ასეთი მონდომებით ერთვებით პროექტში და მოსწავლეებსაც უბიძგებთ ამისკენ, ყოველი სტატუსი მოტივაციას გიზრდით. როგორია ხოლმე თქვენი და თქვენი მოსწავლეების ემოცია წარმატების შემდეგ? 

- რა თქმა უნდა ყოველი სტატუსი დიდი მნიშვნელობის მატარებელია და მოტივაციასაც გვიზრდის, როგორც ბავშვებს, ასევე მასწავლებლებს და  მშობლებს.  ამაღელვებელია ძალიან, იმიტომ რომ თითოეულს განსაკუთრებით გვიხარია. მაგალითად როდესაც არის წიგნიერის ხუთშაბათი, ვცდილობთ, რომ კლასში წავიკითხოთ წინასწარ მასალა. როგორც კლასის საათი ისე ვატარებთ - ვკითხულობთ, ვეცნობით ამ ლიტერატურას. ხან გაკვეთლების შემდგაც ვრჩებით, ვარჩევთ და ძალიან უხარიათ, შემდეგ რომ უადვილდებათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. უყვართ ასევე მათემატიკური შეკითხვები და საკითხები ბუნებისმეტყველებიდან. ძალიან კარგია და ჩემთვისაც საამაყოა, როდესაც მშობელი დამირეკავს და მეუბნება, რომ მაღალი ქულა აიღო ბავშვმა. ხშირად ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ შეცდომა დაუშვია მშობელს პასუხში და შემდეგ უთქვამთ, ბავშვები სწორად ამბობდნენ და ჩვენ შევაშლევინეთო. ზოგჯერ მეტი იციან ბავშვებმა, ვიდრე მშობლებმა.

- რამდენჯერმე ახსენეთ მშობლებიც, როგორ არიან ჩართული izrune.ge-ს პროექტში? როგორ ახრეხბთ რომ დააინტერესოთ?

- მთელი ოჯახია ფაქტობრივად ჩართული izrune.ge-ს ტესტების გაკეთების პროცესში - მამა, ბებია, ბაბუა. არცერთ ხუთშაბათის ტესტს არ ტოვებენ. შესაბამისად როდესაც მორიგ წარმატებას მივაღწევთ, ან კარგი შედეგი გვექნება ტესტებში ყველას გვიხარია და აღვნიშნავთ ხოლმე. ჩვენი წარმატებებიდან გამომდინარე განათლების სამინისტროშიც ვიყავით მიწვეული, ამასთან ერთად გაიზარდა მშობლების მოტივაცია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს. ბავშვებიც და მშობლებიც პანდემიის დროს განსაკუთრებით ხალისით აკეთებდნენ ტესტებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად სასწავლო პროცესს არ მოწყვეტილან ეს ბავშვები. ძალიან კარგი პროექტია izrune.ge. ჩვენ ასე აქტიურად ვაპირებთ გავაგრძელოთ მომავალში.



- თქვენი დაკვირვებით რა მისცა ბავშვბს, მოსწავლეებს izrune.ge-ში ჩართვამ?

- უფრო მეტი და რაც მთავარია კლასგარეშე ცოდნა. იმის გარდა, რომ საგნებს ვასწავლით სკოლაში თქვენს ტესტებში სხვადასხვა შეკითხვებია, რომელიც მერე მეორედება და ასე კარგად უჯდებათ მეხსიერებაში, ამახსოვრდებათ.  თუნდაც სულხან-საბა ორბელიანის  „სიტყვის კონიდან“ რომ არის კითხვები. თავიდან მშობლები ისე იყვნენ განწყობილი, რომ ეს რთული იყო და არ იყო ასაკთან შესაბამისი, მაგრამ მერე დარწმუნდნენ, რომ ცდებოდნენ. მე ძალიან მომწონს, ბევრ სიტყვას ეცნობიან, სიტყვათა მარაგი ეზრდებათ და რატომ არ უნდა იყოს?

- უშუალოდ izrune.ge-ს ტესტების შენაარსზე რას იტყვით, როგორ შეაფასებთ?

- ძალიან მომწონს, წიგნიერის ხუთშაბათი ხომ საერთოდ. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებში კიდევ უფრო გაიზარდა კითხვის სურვილი. მოგეხსენებათ, რომ კითხვის პრობლემა მწვავედ დგას ბავსვებში. ეს იმხელა სტიმულია, გარდა იმისა რომ კლასში ვკითხულობთ, სახლშიც კითხულობენ და მერე უხარიათ, როცა ტესტებსზე სწორ პასუხებს გასცემენ.

- izrune.ge-ს პროექტში ჩართვით რა მიზანი გაქვთ დასახული?

- თუ რამე სიახლე აქვს izrune.ge-ს, მაშინვე მზად ვართ ჩავერთოთ ამაში და თუ რამე ტიტული არსებობს, მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის, გავიტანოთ ჩვენი კლასის სახელი საქართველოს მასშტაბით ყველგან. მეც, ბავშვებიც და მშობლებიც ამისთვის მზად ვართ. ძალიან ყოჩაღები არიან. მოგეხსენაბთ სხვა თაობაა, ძალიან ჭკვიანები და გონიერები.

- ჩვენი საუბრის ბოლოს თემიდანაც გადავუხვიოთ და საახალწლო სამზადისის შეასხებაც მოგვიყევით.

- პანდემიის მიუხედავად მაინც პროექტებით დახუნძლული სასწავლო პროცესი გვაქვს. „მე და საზოგადეობასაც“ ვასწავლი და სახელმძღვანელო გვაძლევს საშუალებას, რომ ხშირად გავაკეთოთ ისეთი ტიპის პროექტები, როგორცაა მაგალითად „ჩვენი სახლის ბინადრებზე“, ახლახანს გვქონდა საახალწლო თემაზე დავალება.  ვიყავით შოკოლადის მუზეუმში და იქედან იმხელა მადლობა დავიმსახურეთ, რომ ამაყები წამოვედით.  ბევრი ინფორმაცია მიიღეს, გიდი გვყავდა არაჩვეულებრივი. საახალწლო სამზადისიც გვქონდა, მშობლებს რა თქმა უნდა არ ჰქონდათ დასწრების უფლება, მაგრამ ჩვენ მაინც ვაქტიურობთ და ვცდილობთ არცერთი  ღირსშესანიშნავი დღე არ გამოვტოვოთ.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა
ღონისძიებას ფოთის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ლენტეხს ესტუმრა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ლენტეხს სტუმრობს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სიახლეები
ორი ავარია ბოლო ზარზე, ავტომობილებში მეთორმეტკლასელები ისხდნენ - უბედური შემთხვევა გორსა და ქობულეთში
სკოლა 41 ათასზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა, მათ შორის 18 წლის და მეტის 1723 ახალგაზრდაა
„თანახმა ვარ, სკოლამ დაამუშაოს ჩემი და ჩემი შვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები“ - სკოლებმა მოსწავლეთა მშობლებს დოკუმენტი გააცნეს
1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში რეგისტრაცია ადგილები აღარ არის - 12:00 საათის მონაცემებით პირველ კლასში 11 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ფოთში ჩატარდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კურსდამთავრებულები, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მადლიერებას გამოხატავდნენ მასწავლებლების მიმართ
სკოლის ორმა გუნდმა დამსახურებული სერტიფიკატები მოიპოვეს
სანდრომ სკოლის დასრულება საყვარელ მასწავლებლებთან ერთად აღნიშნა, გაიხსენა მათთან გატარებული საუკეთესო მომენტები...
სოფიამ შეადგინა ერთდღიანი ტური სახელწოდებით - „სულ სხვა წალკა“, რომლის მიზანია წალკაში რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენა
საინტერესო
რა ტრადიციებთანაა დაკავშირებული სკოლის დამთავრება სხვადასხვა ქვეყანასა თუ კულტურაში
ნეიროქსელი არ უშვებს გრამატიკულ შეცდომებს
გახსოვდეთ, მოსწავლეთა მიღწევებზე პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ არ ხართ - არის რიგი ფაქტორები, რაც მასწავლებლის კონტროლს არ ექვემდებარება


დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა 
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
სიახლეები
საზოგადოება