სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიიღებს თუ არა საყვედურს დამრიგებელი, თუ მოსწავლეები 27-28 დეკემბერს სკოლაში არ გამოცხადდებიან?
24-12-2021
-
+


საახალწლო არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. 2021-2022 წლის პირველი სემესტრი 28 დეკემბერს - სამშაბათს სრულდება.  სემესტრის დასრულების ბოლო დღეებში სკოლებში მოსწავლეთა სიმცირე შეიმჩნევა ხოლმე, მითუმეტეს თუ არდადეგები შუა კვირაში იწყება.

ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა უფლება პედაგოგს, რომ პარასკევს - 24 დეკემბერს დაითხოვოს მოსწავლეები? მიიღებს თუ არა საყვედურს დამრიგებელი, რომლის მოსწავლეებიც ორშაბათს და სამშაბათს - 27 და 28 დეკემბერს სკოლაში არ გამოცხადდებიან?

მასწავლებლები, იმის მიუხედავად, სკოლაში მოსწავლეები მივლენ თუ არა, სამსახურში უნდა გამოცხადდნენ.

თუ ბავშვები სემესტრის ბოლო დღეს სკოლაში არ მივლენ, ამ შემთხვევაში დამრიგებელი საყვედურს არ მიიღებს. ასეთ დროს, პედაგოგები გაცდენილ გაკვეთილებში მოსწავლეებს „არებს“ ჩაუწერენ და სამუშაო დღეს თავადაც ადრე დაასრულებენ. ხოლო თუ კლასიდან ერთი ან რამდენიმე მოსწავლე სკოლაში გამოცხადდება, მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარება ჩვეულ რეჟიმში მოუწევთ.

პედაგოგს არ აქვს უფლება, სწავლის შეწყვეტის თარიღამდე დაითხოვოს მოსწავლეები და სკოლაში თავადაც არ მივიდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო კვირას მათ მხოლოდ ორი დღით მოუწევთ სკოლაში მისვლა, სამუშაო დღეებს ვერ გააცდენენ.

რადგან დირექტორებს მეტ-ნაკლებად აქვთ უფლება, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ, დირექციას შეუძლია მცირე შეღავათი გაუკეთოს მასწავლებლებს და სემესტრის ბოლო დღეს მე-5, მე-6 გაკვეთილები მოხსნას, თუმცა სამუშაო დღეებს სრულად ვერ გააუქმებს.


იხილეთ ასევე: 28 დეკემბერი სწავლის ბოლო დღეა - სკოლებში საახალწლო არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება