სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„იმდენად შემაძულეს სკოლა, რომ დღეს მივედი და უკანასკნელად“ - წარჩინებული კურსდამთავრებული განათლების სისტემას აკრიტიკებს
25-12-2021
-
+


წარჩინებული მოსწავლეები სკოლის დასრულების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ოქროს ან ვერცხლის მედლებით ჯილდოვდებიან, თუმცა მედლების გადაცემასთან დაკავშირებით ყოველთვის თავს იჩენს კუთვნილი ჯილდოს დროულად მიღების პრობლემა.

ამ თემას ეხმაურება წარჩინებული მოსწავლის, რომელიც უკვე სტუდენტია, ეთო ხაბურზანიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც  Etaloni.ge  უცვლელად გთავაზობთ:

„არ მომილოცოთ, არ მიხარია!

2.5 წლის წინ დავამთავრე სკოლა, მაგრამ დღეს ავიღე ოქროს მედალი, რომელსაც არათუ ახლა, არამედ მაშინაც არანაირი სარგებელი არ მოუტანია.

2.5 წელია ველოდები ამ დღეს, როდის დავწერ ყველაფერს, რაც 12 წლის განმავლობაში დამიგროვდა.

ჩემი თანატოლები მადლობის ტექსტებს წერენ, უხარიათ, აღნიშნავენ, თითქოს იდეალური განათლების სისტემა გვქონდეს.

მე კი იმდენად შემაძულეს სკოლა, ბოლო ზარის შემდეგ მხოლოდ დღეს მივედი და თანაც უკანასკნელად.

შეუძლებელია 12 წლის განმავლობაში ნანახისა და მოსმენილის ერთ პოსტში ჩატევა, მაგრამ ვიტყვი ყველაზე მთავარს: განათლების სისტემა არ არის მორგებული მოსწავლეზე. განათლების სისტემას ადამიანი არ უყვარს. განათლების სისტემას არ სურს განათლებული თაობის აღზრდა.

თითოეული ადამიანი განსხვავებული და უნიკალური ინდივიდია, მრავალფეროვანი მიზნებითა და სურვილებით. იმის ნაცვლად, რომ თითოეულში ეს უნიკალურობა იპოვონ და გააღვივონ, პირიქით, თავისუფლებას უზღუდავენ და უკლავენ ყველაზე მთავარს, ინტერესებს.

ამ მრვალფეროვან ადამიანებს ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ყველაფრის დაზუთხვა თანაბრად მოეთხოვება, მანამ, სანამ ქულებით დიფერენცირება არ დაიწყება.

ეს მედალი ამბობს, რომ ყველა საგანში თანაბრად ვარ, თანაბრად „ნიჭიერი“, „განათლებული“ და „ყველაფერი ათიანზე“ ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. რამდენიმე საგანში გრამიც აღარ მახსოვს და მეტიც, თავის დროზეც არ ვიცოდი სათანადოდ. რამდენიმე საგანში ჩემზე ბევრად კომპეტენტური და ნიჭიერი კლასელი მყავდა, მაგრამ იმათ ექვსიანი ჰქონდათ, მე ათიანი. ამ მემკვიდრეობითმა კარგმა მოსწავლეობამ ისე გამაზარმაცა, რომ აღარ მეკითხებოდნენ, აღარც ვსწავლობდი და ეს რამდენიმე მასწავლებელმა ვერც გაიგო, ან შეამჩნია და გაუგებარი მიზეზის გამო თვალი დახუჭა.

ზემოთ დაზუთხვა სწორად აღვნიშნე. დღევანდელ სასწავლო მასალას არაფერი აქვს საერთო რაიმეს გააზრებასთან და გამოცლილია შინაარსისგან. მასალა პასუხობს შეკითხვებს: რა? სად? როდის? მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს შეკითხვებს: რატომ? რისთვის? მიზანი რა იყო? საფუძველი რა ჰქონდა?

მართალია 12 წლის განმავლობაში რაღაც „კარგიც ხდებოდა“, მაგრამ ცუდს ხომ უფრო მარტივად ვიმახსოვრებთ. ეს იმიტომ, რომ ცუდი უფრო გვტკივა. კონკრეტულ ქეისებს არ დავწერ, მაგრამ ვიტყვი, რომ მე ჩემ სკოლას დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ კლასელებს როგორც ექცეოდა. ყველა მახსოვს, ყველაფერი თვალწინ მიდგას, ყველა შეურაცხყოფა, თითოეული დამცირება, ყველა წყენა, თითოეული ბულინგი.

მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ზოგ მათგანს თავისუფლება რომ წაართვა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ მისცა.
მე ვერ ვპატიობ ჩემ სკოლას, ადამიანი რომ არ უყვარდა.

ძალიან უნდა გაგიმართლოს მასწავლებელში, ადამიანი რომ უყვარდეს და ინდივიდის განვითარებისკენ იყოს მიმართული. კი, იმედის ნაპერწკალებიც არსებობენ, ასეთი სულ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი მყავს და თითოეულმა იცის როგორ ვაფასებ და რამხელა წვლილი მიუძღვით ჩემ ჩამოყალიბებაში.

ეს მედალი კი დღეს იმიტომ წამოვიღე, რომ ყოველთვის მახსოვდეს რას უშვება განათლების სისტემა ადამიანს, სად არ მინდა ჩემი შვილის მიყვანა, და რისი შეცვლა მინდა. ამაში მოსალოცი საერთოდ არაფერი მგონია.

პ.ს ბოდიში ვისაც იმედი გავუცრუე, მაგრამ 2.5 წელი ვითმენდი და ნაკლები იმედგაცრუება არც მე მინახავს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება