სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეს გადაწყვეტილება არის უპრინციპო, უსისტემო პოლიტიკის გვირგვინი - მენტორებს მიენიჭოს უმაღლესი კატეგორიის წოდება, ხოლო წამყვანებს მენტორის“
25-12-2021
-
+


განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ და პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სკოლაში დარჩენის მორიგმა შანსმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში არაერთგვაროვანი განწყობა, ზოგ მათგანში კი უსამართლობის განცდაც გააჩინა. მიუხედავად ამისა, ყველა ამბობს, რომ სოლიდარულები არიან კოლეგების მიმართ, თუმცა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. Gocha Gochoshvili სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თავშივე ვაცხადებ, რომ სოლიდარული ვარ იმ კოლეგებისა, რომლებიც მინისტრის „ბოლოჟამინდელი განაჩენის" თანახმად, სკოლაში დარჩნენ, მაგრამ თავად ეს გადაწყვეტილება არის გვირგვინი ყოვლად უპრინციპო, უსისტემო, სასკოლო განათლების უფსკრულში გადამჩეხი ავანტიურისტული, არაპროფესიონალური ბოლოწლებისდროინდელი პოლიტიკისა.

ვფიქრობ, ახლა მაინც იფიქრონ იქნებ ამ უმსგავსობიდან რამდენადმე ღირსეულად მაინც გამოსვლისათვის და ამისათვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები: 1. მენტორ მასწავლებლებს მიანიჭოს უმაღლესი კატეგორიის წოდება და დაავალოს, „მასწავლებელთა სახლთან“ ერთად, მთელი რიგი პროგრამების (არა მხოლოდ ყბადაღებული ტრენინგების არაფრისმომცემი სისტემით) შედგენა და პრაქტიკუმების მომზადება კოლეგების პროფესიონალური დახმარებისათვის; 2. წამყვან მასწავლებლებს და ადრე ათი + ათი ქულის მქონეებს = მენტორის კატეგორია; 3. საგანში ათქულამიღებულებს = წამყვანის; 4. საგანში შვიდქულიანებს = I კატეგორია; 5. საგანში ოთხქულიანებს = II კატეგორია; 6. საგანში ერთქულიანებს =III კატეგორია.

ორ-სამ წელიწადში ერთხელ დაანონსდეს კატეგორიის შეცვლის მსურველთათვის შესაბამისი სირთულის გამოცდები. შეისმენს კი ვინმე? არა მგონია ...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება