| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა- კოლეჯ „პროგრესში“ ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მისი ზღაპრების პერსონაჟები გააცოცხლეს და საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურს უმასპინძლეს.
„ყველაზე, ყველაზე ზღაპრული დღე გვქონდა სკოლაში!
1907 წლის 14 ნოემბერს, დაიბადა ყველა ბავშვის საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენი. სწორედ მისი დაბადების დღე აღვნიშნეთ და მისი ზღაპრების პერსონაჟები გავაცოცხლეთ.
მოწვეულმა სტუმარმა მარიამ წიკლაურმა, რომელიც საბავშვო მწერალია, ბავშვებს გაუზიარა ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტები.
მწერალი ამბობდა, ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდაო და ეს ბავშვი ყველა მის ნაწარმოებში გააცოცხლა და მთელს მსოფლიოს შეაყვარა.
ასტრიდ ლინდგრენი 95 წლის ასაკში 2002 წელს გარდაიცვალა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ