სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოქმედის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა
10-11-2021
-
+


აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა. 

სასკოლო ღონისძიებაში მონაწილე დაწყებითი კლასების მოსწავლეების მეირ ფერადი ფოთლებით შექმნილმა სურათებმა მნახველთა აღტაცება გამოიწვია. 

ნამუშევრების გამოფენა შოპენის „შემოდგომის სონეტის“ ფონზე მოეწყო. 

სკოლის დირექციამ,მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების კათედრამ მოსწავლეებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სიგელებით დააჯილდოვა.

„შემოდგომა - წელიწადის ყველაზე ფერადი დრო...
ფოთლები ფიქრიანად წყდებიან ტოტებს, ტაატით ეფინებიან ძირს და ჰარმონიულ, მშვიდ განწყობას ქმნიან.
ეს განწყობა სკოლის შენობაში შეიპატიჟა ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა მარინა მუკბანიანმა და შემოდგომის „ფოთლების სიმფონია“ მოედო ყველას და ყველაფერს შოპენის „შემოდგომის სონატის“ მელოდიაზე მოეწყო გამოფენა.
სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პირველი საფეხურის მოსწავლეები და ფერადი ფოთლებით შექმნილმა ულამაზესმა სურათებმა მნახველთა აღტაცება გამოიწვია.
სკოლის დირექცია, ასევე მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების კათედრამ მადლობა გადაუხადა მონაწილეებს, სამახსოვრო სიგელით დააჯილდოვეს ღონისძიებაში მონაწილე ყველა კლასი და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მშობლები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება