| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.
აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ.
„მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლა მიწვეულია „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საინვესტიციო პროექტში - პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. პროგრამა მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ( X-XII კლ.) და მათი დამრიგებლების გადამზადებას პროფორიენტაციის საკითხებში. პროექტი მოიცავს როგორც ფიზიკურ (რეგიონალურ), ასევე, ონლაინ ტრენინგებს.
გილოცავთ და წარმატებები მოსწავლეებს და მასწავლებლებს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი