სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სპეციალობით ინჟინერ-ტექნოლოგს მრავალი რეგალია აქვს“-გაიცანით, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გუნდის შეუცვლელი წევრი მარინე კობახიძე
08-11-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის გუნდს არაერთი წარმატებული და თავისი საქმის პროფესიონალი წევრი ჰყავს, რომელთა დიდი დამსახურებაცაა სკოლის და მისი მოსწავლეების წარმატება.

სკოლა საზოგადოებას ამჯერად, დაარსების დღიდან დღემდე გუნდის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრსა და მთავარ მენეჯერს, მარინე კობახიძეს აცნობს:

„მართალია ყველა იცნობთ და გიყვართ, მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის გამოცდილების შესახებ! მარინე კობახიძე გახლავთ სკოლა „პროგრესის“ მთავარი მენეჯერი და დაარსებიდან დღემდე პროგრესის გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი! სპეციალობით ინჟინერ-ტექნოლოგს მრავალი რეგალია აქვს: გახლავთ ტექნიკური მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი; თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დაცვის წევრი. გახლდათ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ლექტორი; საქართველოს სამეცნიერო ფონდის გრანტის მთავარი შემსრულებელი. აქვს სამეცნიერო მუშაობის და პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის 100-მდე პუბლიკაციის და წიგნის ავტორი; 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების მონაწილე; 5 გამოგონების თანაავტორი; მისი მოქმედების სფეროს წარმოადგენს საგანმანათლებლო და სამეცნიერო განათლების სრულყოფა და საერთაშორისო ურთიერთობები. ფლობს რამდენიმე უცხო ენას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. წარმატებულად გაიარა სტაჟირება და საერთაშორისო ტრეინინგები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში, მათ შორის კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი (საკრამენტო, აშშ), საქართველოს ქალთა ლიდერობის პროგრამა და მიენიჭა მწვრთნელის წოდება, სოფლის განვითარების ნაციონალურ ინსტიტუტში (ჰაიდერაბადი, ინდოეთი), ქალთა საზოგადოების ერთობლივი მუშაობა ადამიანთა ეკონომიკურ-სოციალური სტრუქტურის სრულყოფისათვის შოტლანდიის „ლიდია პროექტის“ მიერ (პოზნანი, პოლონეთი), ახალგაზრდა ქალთა ძალადობის დაძლევის ხელმძღვანელობისა და ძალაუფლების მოპოვება, ტრეფიკინგისა და ძალადობის დაძლევის დარეგულირების პრინციპების შეასწავლა (პრაღა, ჩეხოსლოვაკია), ასევე გახლდათ საერთაშორისო სოროპტიმისტ ქალთა ორგანიზაციის ბათუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორი. გახლდათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერასმუსის Erasmus Mundus External Coorporation Window for Georgia, Armenia and Azerbaijan Lot5-ს პროექტის მენეჯერი. გახლავთ 5 საერთაშორისო სტიპენდიის მფლობელი, როგორც პოსტ-დოქტორანტი საბერძნეთის, ლატვიის, ესპანეთის, სლოვენიის, ჩეხეთის უნივერსიტეტებში. არის დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, ყოველთვის მომღიმარი და მომხიბლავი! ბედნიერება და წარმატება ვუსურვოთ მრავალი უნარების და შთამბეჭდავი განათლების მქონე ქალბატონს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება