სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლე კესო სიმონიამ ჭადრაკის შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
08-11-2021
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში ჭადრაკის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა.

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ ჭადრაკში გამართულ შეჯიბრში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა; ჭადრაკის გუნდის სხვა წევრებმაც ასევე, წარმატებით იასპარეზეს.

„აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შეჯიბრება ჭადრაკში, სადაც მონაწილეობა მიიღო აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, მათ შორის ნოღოხაშის საჯარო სკოლამ; ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა ჭადრაკის თამაშის შესწავლას. აღნიშნულ  ღონისძიებაში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, კესო სიმონიამ, ასევე წარმატებით იასპარეზეს გუნდის სხვა წევრებმაც. გამარჯვებული დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომითა და მედლით მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ. ვულოცავთ, ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს თამთა ძველაიას ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“, - წერია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება