სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნენიის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზა მიქელაძემ ბათუმის ტრაგედიას ნახატი მიუძღვნა
05-11-2021
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, ლიზა მიქელაძემ 8 ოქტომბერს დატრიალებულ ბათუმის ტრაგედიას ნახატი მიუძღვნა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლის მიერ შესრულებულ ნახატს ტრაგედიისადმი მიძღვნილი ემოციური წერილებიც ერთვის.

„ჩვენ რა ვიცით, როგორ სტკივა ამ კაცს?! რა ვიცით, რას გრძნობს ახლა?! როგორ იშლება შიგნიდან, როგორ განიცდის თითოეულ წამს... ორი შვილი, ცოლი, ძმა... კიდევ კარგი, რომ დაგრჩა კიდევ ერთი შვილი, რომელიც სიცოცხლის ძალას მოგცემს, რომელიც შენი ცხოვრების გამამხნევებელი იქნება. იქნება ხმა, რომელიც ყოველ წამს ჩაგჩურჩულებს: „ჩემთვის იცოცხლე, მამა. გაუძელი, მე აქ გყავარ და მე შენ მჭირდები, მა!“ უნდა გაუძლო ტკივილს, რომელსაც ბევრი ვერ გაუძლებდა. გვტკივა შენი ტკივილი, მეგობარო. საქართველომ დაკარგა ანგელოზები, რომლებიც შენთვის სიცოცხლის და ბედნიერების ძალას წარმოადგენდა... ვიზიარებ!

მაშველებს: რა უნდა იყოს ამაზე რთული, დამღლელი, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, ამაზე მტკივნეული და გაუსაძლისი პროფესია?! შიშველი ხელებით რომ მუშაობენ, რომლებიც ამოდენა ნანგრევებისთვის ერთი ბეწო რამეა... ხმა რომ მოგესმის ნანგრევებიდან: „ვისუნთქებ“, „მიშველეთ, ცუდად ვარ!“, „წყალი მომიტანეთ“, „ვეღარ ვსუნთქავ“. რა დიდი ბედნიერება უნდა ეწვიოთ მათ ცხოვრებაში, რომ ეს კადრები თვალიდან ამოუღოს და დაავიწყოს... ეძებ, ეძებ, პოულობ და გიხარია. ისიც კი გიხარია, რომ მისი გაციებული სხეული მაინც იპოვე და მის ახლობლებს საშუალება მიეცი მათ საფლავთან დაეტირათ მაინც... უფალმა ბევრი თქვენნაირი ძლიერი გულის ადამიანი მოგვცეს, რათა ასეთ სიტუაციებში ბოლომდე დაეხმარონ ხალხს!... ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ! სანამ ერთმანეთი გყავთ დააფასეთ ეს! სანამ ბედნიერები ხართ, გაიზიარეთ სხვისი უბედურება. სანამ დანაყრებული ხართ, გაიზიარეთ სხვა ხალხის ცარიელი მუცლები. სანამ თქვენი ახლობელი ან ოჯახის წევრი ცოცხლები გყავთ, გაიზიარეთ სხვების დაღუპული სულები. იწამეთ, ხალხო! იწამეთ ღმერთი, აკეთეთ სიკეთე, გაიზიარეთ სხვების ტკივილი და ღმერთი ამას აუცილებლად დაგიბრუნებთ ასმაგად... „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“, - წერია წერილებში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება