სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კვლევაში მონაწილეობას საქართველოს 192  სკოლის 261 მასწავლებელი მიიღებს - ინფორმაციას „ნაეკი“ ავრცელებს
08-10-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11-20 ოქტომბერს წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS - Progress in International Reading Literacy Study) მონაწილეობას საქართველოს 192 სკოლის 261 მასწავლებელი, 5 716 მოსწავლე და მათი მშობლები მიიღებენ.

კვლევას საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

PIRLS ამჯერადაც ფოკუსირებას მოახდენს კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გააზრების პროცესებზე. შეფასდება წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი 4 მნიშვნელოვანი პროცესი, კერძოდ: ტექსტში ინფორმაციის მოძებნა და ტესტურ დავალებაში მოცემული ინფორმაციის გაგება; ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება; აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება; შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ მსოფლიოს 60-მდე ქვეყანასა და 15-მდე რეგიონში ტარდება. საქართველო ამ კვლევაში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ  2011 და 2016 წლების კვლევებში მიიღო მონაწილეობა.

კვლევის მიზანია, 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასება და კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება. აგრეთვე იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება