სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს
26-08-2021
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ. სკოლის მე-11დ კლასის გუნდმა, ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მოსწავლეთა ბლოგების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

ბლოგი - „ვარდისფერი სათვალე“, რომლის ავტორი ახალციხის N5  საჯარო სკოლის მე-11დ კლასის მოსწავლეთა გუნდი შემადგენლობით: ანა ხომასურიძე და იური ბალახაძე, ხოლო ხელმძღვანელი მასწავლებელი, მაია თათეშვილი დსკვნითი ტურის გამარჯვებული გახდა.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ადამინის უფლებათა დაცვის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა/განვითარება.

საკონკურსო ბლოგზე მოსწავლეებმა თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს ნაადრევი ქორწინების შესახებ, წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა და საკუთარ ბლოგზე განათავსეს შემეცნებითი ხასიათის მარავალფეროვანი, საინტერესო მასალა.

ახალციხის N5 სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს გამარჯვებას და შემდგომშიც დიდ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება