| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია და აქედან გამომდინარე, დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის ეწყობა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტზეა გათვლილი და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი. თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა საველე ჰოსპიტალი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული, საჭიროების შემთხვევაში კი, საველე ჰოსპიტლის შექმნის რესურსი თბილისის გარდა, სხვა რეგიონებშიც გამოინახება.
„საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, უმეტესი ნაწილი აღჭურვილი იქნება ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა კი განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება იქნება შესაძლებელი.
„მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული ადგილიც, ასევე ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. აღნიშნული საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება.
მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ საველე ჰოსპიტალი არის ღია სივრცე და ერთ ექიმს უფრო მეტი პაციენტის მომსახურება შეეძლება, ვიდრე ჰოსპიტალში.
„თუ საჭიროება იქნება, ყველა ექიმი, მათ შორის, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. საველე ჰოსპიტლის მომსახურება არ არის ჩვეულებრივი და 1 ექიმს შეუძლია უფრო მეტ საწოლს მოემსახუროს, ვიდრე ეს ჰოსპიტლებში ხდება“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად