| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი ფიზიკის მასწავლებელს - ქეთევან მენაბდიშვილს გვაცნობს.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ქეთევან მენაბდიშვილი არაერთი სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციის გამარჯვებულია.
„დროა წარმოგიდგინოთ პროგრესის კიდევ ერთი საამაყო მასწავლებელი - ქეთევან მენაბდიშვილი!
გახლავთ ფიზიკის მაგისტრი, „პროგრესში“ ამავე საგანს ასწავლის.
ბავშვობიდან ინჟინრობა უნდოდა, აღტაცებით უყურებდა მაგისტრალებს, ხიდებს, ცათამბჯენებს, მანქანებს და სურდა ამ შემოქმედების ნაწილი გამხდარიყო; ინჟინერ- ტექნოლოგის სპეციალობის შესწავლის შემდეგ ინჟინერ- პედაგოგის სპეციალობაზე გააგრძელა სწავლა. პრაქტიკა გაიარა, როგორც ქარხანაში, ასევე კოლეჯებსა და სკოლებში, სადაც მისი პროფესიული მისწრაფებაც გამოიკვეთა. გახლავთ მრავალგზის გამარჯვებული სტუდენტთა სამეცნიერო შემოქმედებით კონფერენციაში საქართველოს და ამიერკავკასიის მასშტაბით;
წარმატებები ვუსურვოთ ქალბატონ ქეთის!
დაე, ყველა მოსწავლე აენთოს თავისი ენერგიით და ცოდნის გაზიარებით!“,- ნათქვამის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქეთევან მენაბდიშვილი კი ამბობს, რომ პედაგოგობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
„21- ე საუკუნე არ გაძლევს მოდუნების უფლებას, რადგან თანამედროვე განათლება გულისხმობს მოსწავლის როლის უფრო გააქტიურებას სწავლების პროცესში. ამისთვის კი მასწავლებელი მუდმივად უნდა ეცნობოდეს საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, ესწრებოდეს ტრენინგებს, მუდმივად ზრუნავდეს საკუთარ განვითარებასა და პროგრესზე, რომ შესძლოს მოსწავლეების დაინტერესება და მისცეს მათ უკეთესი განათლება!“,- ამბობს ქეთევან მენაბდიშვილი.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება
დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებით ამაყობენ
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად