სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

როგორც ცდილობდა მამა ქალიშვილი ზეადამიანად ექცია: მოდ ჟულენის ისტორია 
07-08-2021
-
+


სოციალური იზოლაცია, სარდაფში გატარებული ღამეები, ელეტროდარტყმები - ეს მხოლოდ მცირედია, იქიდან, რასაც საკუთარ ქალიშვილს ლუი დიდიე უკეთებდა, იმისთვის, რომ სუპერადამიანად ექცია.

სამწუხაროდ, მსოფლიოში სასტიკი ექსპერიმენტების ბევრი მაგალითია. ცოდნის მისაღებად კაცობრიობა, ზოგჯერ, გაუმართლებლად მაღალ საფასურს იხდიდა. მაგრამ ფრანგი გოგონას- მოდ ჟულენის ისტორია გამორჩეულია - იგი საცდელი კურდღელი საკუთარი მამისთვის გახდა. მისი ბავშვობა საზარელ სიზმარს დაემსგავსა მისი მამის ერთი ეგოისტური მიზნისთვის - შეექმნა ზეადამიანი.

ყველაფერი 1936 წელს დაიწყო, როდესაც ფრანგმა ბიზნესმენმა ლუი დიდემ ღარიბი მაღაროელების ოჯახისგან მათი უმცროსი ქალიშვილი იყიდა. მან ოჯახი დაარწმუნა, რომ გოგონას ექნებოდა ყველაფერი, მათ შორის კარგი განათლება და შესანიშნავ პირობებში გაიზრდებოდა. მაგრამ, ერთი პირობით - ისინი გოგონას ნახვას ვერასდროს შეძლებდნენ. გოგონა სიღარიბეში ცხოვრობდა, დიდიე კი მდიდარი იყო, ავტომობილების სალონს ფლობდა. მშობლებმა ქალიშვილი გაასხვისეს.

ჟანინი ლუის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა, მისი გეგმა კი იყო, გოგონასგან ზეადამიანი აღეზარდა. მაგრამ ის უკვე ექვსი წლის იყო და „დიადი“ ჩანაფიქრის განსახორციელებლად დიდად ვერ გამოდგებოდა.

ლუიმ გეგმა შეცვალა. ჟანინმა ​უნივერსიტეტი დაასრულა, დიდიე მასზე ზრუნაავდა ... და საკუთარი თავისთვის ზრდიდა იდეალურ მეუღლეს - მორჩილს, მშვიდს და დამთმობს. 1957 წელს კი, 28 წლის ასაკში, ​ ჟანინმა გოგონა გააჩინა, რომელსაც მოდი დაარქვა. ის ლუის მთელი ცხოვრების პროექტი იყო. მის გასაზრდელად მან საფრანგეთის ჩრდილოეთით შედარებით მცირე ზომის მამული იყიდა და იქ მთელი ოჯახი გადაიყვანა. გადასვლის ორი მიზეზი არსებობდა: დაეცვა ქალიშვილი გარე სამყაროს „დამღუპველი“ გავლენისგან და ასევე გოგონას ხასიათის განმტკიცებაზე უფრო ყურადღებით ეზრუნა. 



პირველ წლებში ბავშვისთვის დედასთან ბაღში თამაში ნებადართული იყო (მხოლოდ მას შემდეგ, რაც წვრთნას მორჩებოდა), მაგრამ ხუთი წლის ასაკიდან გოგონას თავისუფალი დრო წაართვეს. 

დიდიეს სურდა გაეზარდა ადამიანი, რომელიც კაცობრიობას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანდა. ექსპერიმენტატორის აზრით, მას ყველა სირთულის გადალახვა და ნებისმიერ საფრთხესთან გამკლავება უნდა შეძლებოდა. ლუიმ თავისი სტრატეგია შეიმუშავა, იგი მოდს ავარჯიშებდა ამტანობასა და ემოციურ მდგრადობაზე, დედა კი გოგონას განათლებით იყო დაკავებული. გრძნობების მცირედი გამოვლინებაც კი - სახიფათო სისუსტეა, ეს უნდა ამოვძირკვოთ - აცხადებდა ლუი. მოდს ცივ ოთახში, ლეიბის გარეშე ეძინა, აბაზანას კი მხოლოდ კვირაში ერთხელ იღებდა. კომფორტი, დეიეს აზრით, ზებუნებრივი უნარების განვითარებას უშლიდა ხელს.

მოდს არ ჰყავდა მეგობრები, არ ჰქონდა სათამაშოები, მის რაციონში არ იყო ხილი, ახალგამომცხვარი პური და რძის პროდუქტები. ის ჭამდა უგემურ მასას, რომელსაც საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობა ჰქონდა. მამის ჩანაფიქრით, მისი ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას თავად უნდა გამკლავებოდა. 

„მათ [მშობლებმა] ჩემს სასწავლო ველოსიპედს დამატებითი ბორბლები მოხსნეს. დედამ მაიძულა არასტაბილურ კონსტრუქციაზე დაჯდომა და ხელი მკრა ფერდობზე. წავიქეცი, მუხლი ვიტკინე და ტირილი დავიწყე, მაგრამ მშობლების ურყევი სახეების დანახვაზე, გავჩუმდი. დედა მდუმარედ მომიახლოვდა და კვლავ დამსვა ველოსიპედზე - სწავლება მთელი დღე გაგრძელდა, სანამ, საბოლოოდ, წონასწორობის შენარჩუნება არ ვისწავლე“.

როდესაც მოდი შვიდი წლის გახდა, ყოველ კვებას თან ახლდა სპირტიანი სასმელის მიღება. რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ჯანმრთელობაზე აისახა. 

„მამა ამბობდა, რომ სიმთვრალესთან გამკლავების უნარი - სასარგებლო ინსტრუმენტია. მისი დახმარებით შესაძლებელია მტრის ნებისმიერ საიდუმლოს გაგება,“- ამბობს მოდი თავის მოგონებებში. მამა აცხადებდა, რომ მოდი შეძლებდა საფრანგეთის პრეზიდენტი გამხდარიყო და დიდებისთვის მიეღწია. 

პერიოდულად გოგონას ფეხსაცმლის გარეშე მსუბუქად ჩაცმულს ბნელ, ცივ სარდაფში ტოვებდნენ, რომელიც ვირთხებით იყო სავსე. დედამ მის სამოსს ზანზალაკი მიაკერა, რომ მოდი გაუნძრევლად მდგარიყო, რადგან ზარის ხმა მღრღნელებს იზიდავდა. 



იმისთვის, რომ საკუთარი ემოციები დაეთრგუნა აიძულებდნენ 10-10 წუთით ელექტრო ღობეს ჩასჭიდებოდა. ხანდახან კვირაობით ეკრძალებოდა საუბარი, ხშირად შიმშილობდა, წესების დარღვევისთვის კი მკაცრად სჯიდნენ. „წვრთნისგან“ თავისუფალ დროს გოგონას გაკვეთილები, სპორტული ( ფარიკაობა, ცივ წყალში ცურვა, ტანვარჯიში, ცხენზე ჯირითი) და მუსიკალური მეცადინეობები უტარდებოდა. 

„მხოლოდ მუსიკოსები ახერხებენ გადარჩნენს საკონცენტრაციო ბანაკებში“ - ამბობდა ოჯახის უფროსი და ქალიშვილს საქსოფონზე, აკორდეონზე, კონტრაბასზე, ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე და საყვირზე დაკვრას ასწავლიდა. მამა მას წასაკითხად დოსტოევსკის, ნიცშეს, კაფკას აძლევდა და ირწმუნებოდა, რომ მამულის მიღმა ცხოვრება საშინელი იყო. გოგონას დედა მეუღლეს ყველაფერში მდუმარედ ეთანხმებოდა.

მოდ ჟულენის თქმით, მუსიკა, წიგნები და შინაური ცხოველები დაეხმარნენ მას ადამიანობა შეენარჩუნებინა. მას ბატი, პონი და გერმანული ნაგაზი ჰყავდა. გოგონა ასეთი სასტიკი მეთოდებით მიღებულ უნარებს მამის მოსატყუებლად იყენებდა. იგი, მუდმივი კონტროლის მიუხედავად, ხანდახან ახერხებდა ფანჯრიდან გადაძრომას, ბაღში გასეირნებას და მკაცრად აკრძალული ტკბილეულის დაგემოვნებასაც კი. 



გოგონას ცხოვრება 1973 წელს შეიცვალა, როდესაც მის ცხოვრებაში მუსიკის მასწავლებელი გამოჩნდა. მშობლებს არ ჰქონდათ საკმარისი ცოდნა ამ მიმართულებით და სახლში გარე ადამიანის შემოშვება გარისკეს. 

მისე მოლინმა ​შეშინებული გოგონას სხეულზე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მაშინვე შენიშნა და ნელ-ნელა მიხვდა თუ რა ხდებოდა მამულში. მან გადაწყვიტა მშობლების დარწმუნება, რომ მოდს რამდენჯერმე მის სახლში - პროფესონალურ ინსტრუმენტსზე და შემოქმედებით ატმოსფეროში ემეცადინა. როდესაც მოდი მასწავლებელთან მარტო აღმოჩნდა, მან ის აალაპარაკა და მისი ეჭვების სისწორეში დაარწმუნა. 

უცნაურია, თუ როგორ დათანხმდა დიდიე ამას, სავარაუდოდ იგი დარწმუნებული იყო, რომ საკუთარ ქალიშვილს სრულად აკონტროლებდა და ის მის წინააღმდე არასდროს წავიდოდა. 

მოდი უკვე საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ მასწავლებელს ის სამუშაოდ მოეწყო, სადაც გოგონა მის პირველ სიყვარულს შეხვდა. მაგრამ მამამ უკვე იპოვა მისთვის „შესაფერისი“ - 50 წლის საქმრო. მისე მოლინმა ამჯერადაც შეძლო დიდიეს დარწმუნება, რომ მოდისთვის ახალგაზრდა სტუდენტზე რიშარზე დაქორწინების უფლება მიეცა. მამა მოვლენების ასეთ განვითარებას ერთი პირობით დათანხმდა: ქალიშვილი სახლში უნდა დაბრუნებულიყო და სიცოცხლის ბოლომდე მასზე ეზრუნა. 

მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მამის „უნაკლო“ სქემამ არ იმუშავა

18-წლიანი საშინაო ტყვეობის შემდეგ მოდი სახლში დაბრუნებას არ აპირებდა. ადამიანისთვის, რომელიც დაბადებიდან საშინლად დათრგუნული იყო - ეს ქმედება სერიოზული გადაწყვეტილება იყო, რთული წარმოსადგენია თუ როგორ ეშინოდა. ​მოდს შერყეული ჯანმრთელობის აღდგენა და ფსიქოთერაპევტებთან წლობით სიარული მოუხდა, რომ გამკლავებოდა განუწყვეტელი დანაშაულის გრძნობასა და პანიკურ შეტევებს. მას ადამიანებთან ურთიერთობის სწავლა მოუწია. 

მოდის ისტორია დიდი ხნის მანძილზე მისმა მეუღლემაც არ იცოდა. მან ყველაფერი მხოლოდ 1981 წელს, ლუი დიდიეს სიკვდილის შემდეგ გაიგო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქალიშვილ ტირან მამას ესტუმრა, რომელსაც ქალიშვილისთვის სიტყვაც არ უთქვამს. 



მხოლოდ რეაბილიტაციის გრძელვადიანი და სრული კურსის გავლის შემდეგ შეძლო მოდმა ახალი ცხოვრების დაწყება. 

ეს ძლიერი ქალი, რომელიც ბავშვობიდან კარჩაკეტილი, სასტიკ პირობებში ცხოვრობდა, არ გატყდა, მიიღო განათლება, ორი ქალიშვილი გააჩინა და წარმატებული ფსიქოთერაპევტი გახდა. 

ამჟამად მოდი პარიზში ცხოვრობს და ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს. რამდენიმე წლის წინ მან საკუთარ ცხოვრებაზე წიგნი - „ერთადერთი გოგონა მსოფლიოში“ დაწერა. მან ერთი ეგზემპლარი დედას გაუგზავნა, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ ძალიან უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ ქალიშვილმა მაინც ვერ შეძლო მამის დიადი იდეების შეცნობა. 



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა? - გურამ დოჩანაშვილის არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება