სიახლეები
ინტერვიუ

„კარგი მასწავლებელი, ჯარისკაცის მსგავსად, ქვეყნის განათლების სადარაჯოზე დგას“ - მანანა ალიბეგაშვილი, N50 საჯარო სკოლის დირექტორი
23-07-2021
-
+


უკვე 14 წელია, რაც მანანა ალიბეგაშვილი თბილისის N50 საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია. სამედიცინო ქიმიის ლექტორმა, სკოლაში მუშაობა პირდაპირ დირექტორობით დაიწყო და წლების მანძილზე მოახერხა, რომ მისი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილიყო საქართველოს მასშტაბით. მანანა ალიბეგაშვილი 2020-2021 წლის რეფორმებზე გვესაუბრა.

მანანა ალიბეგაშვილი: პროფესიით ქიმიკოსი ვარ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. მერე ქიმიის ინსტიტუტში ვმუშაობდი და ასევე, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სამედიცინო ქიმიას ვასწავლიდი. პარალელურად დღესაც ვკითხულობ ლექციებს რობაქიძის უნივერსიტეტში. სკოლაში პირველად 2006 წელს მოვხვდი და 2007 წელს ჩავაბარე დირექტორის სასერტიფიკაციო გამოცდები. ლოტოტრონით ამირჩიეს თბილისი N50 საჯარო სკოლაში და უკვე 14 წელია, რაც ამ სკოლის დირექტორი ვარ. ვცდილობ, ჩემი საქმე კარგად ვაკეთო.

- როგორ გაუმკლავდით 2020-2021 სასწავლო წლის გამოწვევებს?

- მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა შეიქმნა, თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც ჰქონდა, მასწავლებლები განვითარდნენ ტექნოლოგიური მიმართულებით და უფრო მეტად გამოიყენეს ელექტრონული რესურსები. გარდა ამისა, მოსწავლეების ის კატეგორია, რომელიც საკლასო გარემოში იყო დაკარგული, თავისი ხასიათით და შინაგანი ბუნების გამო, გამოცოცხლდნენ და მასწავლებლებმა ისინი სულ სხვა კუთხით დაინახეს.

- ანუ დადებითი მხარეც ჰქონდა ონლაინ სწავლებას?

- დიახ. საკლასო ოთახში, პირისპირ სწავლებას ვერაფერი შეედრება, რადგან ბავშვის სოციალურ უნარებს ავითარებს და მიწოდებული ინფორმაციასაც უკეთ აღიქვამს, თუმცა ყველა მოვლენას შეიძლება ჰქონდეს დადებითი - „მედალს ორი მხარე აქვს“. შესაბამისად, შესაძლებელია გამოწვევა შენს შესაძლებლობად აქციო და სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც, მაგრამ თუ გამოწვევას შენს შესაძლებლობად აქცევ, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი იქნები. ჩვენს სკოლაში კი ბევრი ასეთი ადამიანი გვყავს.

- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რამდენად შეძელით პრაქტიკაში?

- აღნიშნული გეგმა, ერთ-ერთი წარმატებულია, ვინაიდან მოსწავლეზეა ორიენტირებული. ჩვენი სკოლაც ჩართულია მასში. გარდა ამისა, სკოლაში შექმნილი მხარდამჭერთა ჯგუფი, რომელთა საშუალებით ხდება თანამშრომლობითი კულტურის დამყარება. ჩვენი სკოლის დევიზია: ვეჯიბრებით არა ერთმანეთს, არამედ - საკუთარ თავს. როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები ამ დევიზს ვავითარებთ და ვცდილობთ, ყოველი  დღე უკეთესი იყოს. „ახალი სკოლის მოდელში“ ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი იყო ჩართული და აქტიურად ესწრებოდნენ ტრენინგებს. 2020-2021 სასწავლო წელი მასწავლებლებისთვის პროფესიული ზრდის წელი იყო. იმედი მაქვს, ეს შედეგი მომდევნო წელს უფრო აისახება მოსწავლეებში და ის, რაც გეგმის საბოლოო მიზანია, ჩამოვაყალიბებთ და გავზრდით მოქალაქეს, რომელიც 21-ე საუკუნის უნარებს დააკმაყოფილებს. ტრენინგების ფარგლებში მოხდა კომპლექსური დაავადებების შემუშავება, გააზრება  - აქტიურად ვიყენებდით, როგორც განმავითარებელ, ისე განმსაზღვრელ შეფასებას და სწორედ ამ შეფასებებით ავირჩიეთ სკოლის სლოგანი.

- აღნიშნეთ, რომ გასული სასწავლო წელი მასწავლებლის ზრდის იყო. ამ ყველაფრის ფონზე, ბავშვების ინტერესები რამდენად იყო გათვალისწინებული?

- ეს ყველაფერი ბავშვებისთვის კეთდებოდა. ტრენინგებიც მოსწავლეებზე იყო ორიენტრებული და არა - მასწავლებელზე. აქამდე განათლების სისტემაში არსებული ცვლილებები მასწავლებლების განვითარებისკენ იყო მიმართული, ახლა - პირიქით. ის, რომ დიფერენცირებული სწავლება იყო და მოსწავლეს არჩევანის უფლება ჰქონდა, როგორ ესწავლა, ესეც ხომ მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ხდებოდა. ხშირად ვამბობ, იყო კარგი მასწავლებელი არ არის მარტივი, მაგრამ, როცა ირჩევ ამ პროფესიას მზად უნდა იყო მუდმივი განვითარებისთვის და რაც მთვარია, ყველაფერი გააკეთო მოსწავლის სასარგებლოდ.

- თუმცა მასწავლებლების ნაწილი ნეგატიურად შეხვდა აღნიშნულ რეფორმას...როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ნიჰილისტური განწყობა გამომდინარეობს ზედაპირული დამოკიდებულებიდან. როცა უშუალოდ ხდება მისი დანერგვა, მასწავლებელი თავად ხედავს შედეგს. ჩვენ ვამბობთ, 21-ე საუკუნეში ბავშვი მთავარია ჩამოყალიბდეს ისეთი მოქალაქედ, რომელსაც ექნება ჯანსაღი, კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება... სწორედ ამ უნარების განვითარებაზეა ეს ყველაფერი მორგებული. მხოლოდ, ინფორმაციის ცოდნა არ არის საკმარისი, რადგან დღეს ინფორმაციის მოპოვება უმარტივესია. მთავარი პრობლემა მისი გააზრება და სწორად გამოყენებაა. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმაც ამაზეა ორიენტირებული. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი საიმისოდ, რომ რეალური შედეგები დავანახოთ მოსწავლეს და მშობელს.

- რამდენად რთულია ეს მასწავლებლებისთვის?

- ადვილი ისიც არ არის, კარგი მასწავლებელი რომ იყო. როცა პედაგოგს აქვს სურვილი მუდმივად განვითარდეს და წინ წავიდეს - მსგავსი საკითხები პრობლემას არ წარმოადგენს. მაშინ ხარ კარგი, როცა მუდმივად იზრდები თავად. ჩვენი მასწავლებლები ჩართულები არიან სხვადასხვა ტრენინგებში და ყველა ერთად ვაკეთებთ ყველაფერს.

- ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ფიქრობთ, არიან მასწავლებლები ჩვენი დროის გმირები?

- უდაოდ. კარგი მასწავლებელი, ჯარისკაცის მსგავსად, ქვეყნის განათლების სადარაჯოზე დგას.

- გასულ წელს სიახლე იყო სკოლებში სოცმუშაკების შესვლაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ამის აუცილებლობა?

- საინტერესო ინსტიტუტი შემოდის სკოლაში, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე არ გყავს ისეთი მოსწავლე, რომელიც განათლების მიღმაა დარჩენილი. ამიტომ ამ სამსახურის ჩარევის აუცილებლობა აქამდე არ გვქონია, თუმცა მივესალმები მათ სკოლაში ყოფნას.

- ელექტრონულ ჟურნალზე გადასვლის პროცესი რთული იყო?

- ჩვენ წელს ვიყენებდით, როგორც ელექტრონულს, ასევე - მატერიალურს. 2021-2022 სასწავლო წლიდან უკვე მხოლოდ, ელექტრონულ ჟურნალზე გადავალთ. თავიდან, დანერგვის პროცესში, იყო სირთულეები, მაგრამ ახლა პირიქით - გაუმარტივდათ მასწავლებლებს ყოველდღიური შრომა.

- გაქვთ სკოლაში საკმარისი კომპიუტერი, რომ არ შეფერხდეთ ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობისას?

- დიახ, კომპიუტერების ოთახიდან შეუძლიათ მასწავლებლებს მუშაობა, ასევე, სკოლაში არის Wi-Fi- ის მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტის გავრცელებას უზრუნველყოფს და მასწავლებლები ტელეფონებითაც ახერხებენ შეფასებების შეტანას.

- რა მოლოდინები გაქვთ აბიტურიენტებისგან?

- ჩვენს კურსდამთავრებულებს ყოველთვის კარგი შედეგები აქვთ ხოლმე - უმრავლესობა აბარებს უამაღლეს სასწავლებელში. როცა გამოსაშვები გამოცდები იყო, არც ერთი ჩაჭრილი არ გვყავდა...წელსაც ვიცი, რომ კარგი შედეგი ექნებათ. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მათ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის 

როგორი ამინდი იქნება 24-26 იანვარს - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

3960-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა

სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცნობლია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრა 28 იანვარსაა დაგეგმილი 

ბაღში ბავშვთა რაოდენობის ზრდა - დეტალური ინსტრუქცია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი წუთები და ემოციები გაუზიარეს

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

საინტერესო

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება