| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „გოდერძის“ წევრები და კლუბის ხელმძღვანელი ნაირა გელაძე ჩინურ კომპანია Sinohidro-ის ოფისს ესტუმრნენ და წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.
ჩინური კომპანია Sinohidro ხულო - ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობაშია ჩართული და 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს.
ვიზიტის მიზანი კითხვებზე პასუხის მიღება იყო.
„ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რამდენად მოდის შესაბამისობაში კომპანიის ტექნიკურ - სარეკონსტრუქციო საქმიანობა შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, ეკოლოგიური ხასიათის მოვლენების პრევენციისთვის საჭირო ღონიძიებებთან, რა პრინციპით ხდება ე.წ. ნაშალი მასის დასაწყობება, რამდენად ითვალისწინებენ სამუშაოს წარმოების დროს დაზიანებული ეკოსისტემების რებილიტაციისთვის საჭირო, აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და ა.შ.
შეხვედრის დაწყებამდე ეკოკლუბმა ჩინური კომპანიის საკონფერენციო დარბაზს საჩუქრად გადასცა საქართველოს სახელმწიფო დროშა, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი.
შეხვედრა, რომელიც გულთბილ და საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა, თითქმის ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ჩვენს კითხვებს პასუხობდა კომპანია Sinohidro-ს ტექნიკური სამსახურის კურატორი ჯეკ ჯეკლი. მადლობას ვუხდით თარჯიმან გიორგი გოგლიძეს, რომლის დახმარებით შედგა ჩვენი საქმიანი შეხვედრა“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.
სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსშია ჩართული.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა