| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გურჯაანის N2 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
ამჯერად, გვსურს გიამბოთ ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეების კიდევ ერთი წარმატების შესახებ: საქართველოს ონლაინ-ჩემპიონატში, რომელიც 18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჩატარდა, ძმებმა - ალექსანდრე და გიორგი წანაწყენიშვილებმა მიიღეს მონაწილეობა. ალექსანდრემ 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა აიღო, შედეგად კი მეორე-მესამე ადგილის მფლობელი და საქართველოს პრიზიორი გახდა. საგულისხმოა, რომ მოჭადრაკე თავისზე 2 წლით უფროს მოსწავლეებს შეხვდა და იგი უახლოეს მომავალში ევროპის პირველობაზე იასპარეზებს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას