სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრება მშვენიერია“ - დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
21-05-2021
-
+


ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს  სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.

ბოლო ზარი დაირეკა წალკის მუნიციპალიტეტის, დაბა ბედიანის საჯარო სკოლაშიც და ბავშვები ცხოვრების ახალ ასპარეზზე დიდი სიყვარულით გააცილეს.

„2021 წლის ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავ საჯარო სკოლის დამთავრებას! ვუსურვებ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს, მეზობელს, მეგობარს, ნათესავსა თუ გამვლელ-გამომვლელს!

ცხოვრება ხომ მშვენიერია! გეგმები გაქვთ?- ხორცი შეასხით! გიყვართ?- გაუფრთხილდით! სკოლას, დამრიგებელს, მასწავლებელს, დირექციას, პერსონალს - მადლობა! დირექტორი გგულშემატკივრობთ?- ასახელეთ თქვენი სკოლა! თქვენი სამშობლო! ღირსეულად ატარეთ სახელი და გვარი! უფალი გფარავდეთ!“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება