| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც...
ბოლო ზარი დაირეკა დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, კვატიის საჯარო სკოლაშიც და კურსდამთავრებულებს ცხოვრების დიდ ასპარეზზე გასვლა მიულოცეს.
„ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე მეთორმეტეკლასელთა ცხოვრებაში უჩვეულო შეგრძნებებითა და ემოციებითაა სავსე. სკოლისა და მასწავლებლების სახელით გვსურს მოგილოცოთ ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება, რომელიც იმავდროულად ახალ, ეტაპზე გადასვლას გულისხმობს, ყველა ნაბიჯი წარმატებით, ერთმანეთის სიყვარულით და გამარჯვებებით გქონოდეთ სავსე: მაია, მირიან, ფატი, ია, ლაშა, ნინო“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2026 წლის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადები დასრულდა
მხედველობის სათვალის გამოცდაზე შესატანად ნებართვა გჭირდებათ? - რა ნივთების შეტანაა აკრძალული გამოცდაზე
„მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ!“
ინტელექტუალურ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა
ღონისძიების სულისჩამდგმელები კლასის დამრიგებელი არაქსია ხანჯიანი და მუსიკის მასწავლებელი აიდა ბანდიკიანი იყვნენ