| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„9 აპრილი - დღე დიდი ტრაგედიისა და დასაწყისი დიდი თავისუფლებისა! დიდი სმადის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, დევიზით - „მადლობა თავისუფლებისთვის“ - 9 აპრილის მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, სიტყვებით და ლექსებით მიმართეს გმირებს, რომ ისინი არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი, მათ ნაკვალევზე ივლიან და მათ მოპოვებულ თავისუფლებას განამტკიცებენ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში