სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“
24-08-2026
-
+


გამოცდებზე პედაგოგების ნაწილის შემთხვევაში არ გვქონდა დამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც, ჩვენ მივიღეთ გამოცდის გადავადების გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე - ჩემთვის გამოწვევაა, თუნდაც ერთი ადამიანის მიმართულებით თუკი არის საჭიროება, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კომპეტენცია - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„სამინისტრო ყველა მასწავლებელს გვერდით დაუდგება და მისცემს შესაძლებლობას, რომ მათ გაიარონ შესაბამისი გადამზადება და მოემზადონ იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები დაადასტურონ გამოცდებზე.

ჩვენ პირველ რიგში, გამოვდივართ მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან და იმ პროცესიდან, რომ სწავლა - სწავლების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში. მათ ივლისში ჩააბარეს გამოცდები. მათმა ნაწილმა კომპეტენცია დაიდასტურა, მაგრამ ნაწილმა ეს ბარიერი ვერ გადალახა, რაც ჩვენ გვაძლევს მოცემულობას, რომ მათთვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა გავაკეთოთ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კითხვაზე პედაგოგებისთვის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდების გადავადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ გამოიწვია გამოცდებზე პედაგოგების მიერ მიღებულმა შედეგებმა, მინისტრმა უპასუხა, რომ „გარკვეულწილად კი“.

„ნაწილი მათგანის შემთხვევაში არ გვქონდა დამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების უწყვეტობის პრინციპიდან გამომდინარე. ჩემთვის გამოწვევაა თუნდაც ერთი ადამიანის მიმართულებით თუკი არის საჭიროება, რომ კიდევ უფრო აიმაღლოს კომპეტენცია. რეფორმა რომელიც წამოვიწყეთ, არის პირველ რიგში, ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული. ჩვენ რაიმე მიმართულებებზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა მასწავლებელს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, მივცემთ შესაძლებლობას, რომ მათ გაიარონ შესაბამისი გადამზადებები და მოემზადონ იმისთვის, რომ თავისი ცოდნა და უნარები დაადასტურონ გამოცდებზე.

თითოეული მასწავლებელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს მათემატიკაა, ქართული თუ ინგლისური და რომელი საგანი, არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის ანალიზი მიმდინარეობს და სწორედ ამ ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაგეგმავს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ხელფასი აღარ დაგაკლდებათ - მასწავლებლებს საათები გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურდებათ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება