სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„9 მაისი - გამარჯვების დღეა“ - საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
11-05-2021
-
+


„9 მაისი - გამარჯვების დღეა“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის VI-IX კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს. მოსწავლეებმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეორე მსოფლიო ომში კაცობრიობამ დაამარცხა უდიდესი ბოროტება ფაშიზმის სახით. ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ომში -700 000 გაწვეულიდან 300.000 -ზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა, 250.000 მებრძოლი დაჯილდოვდა მედლებითა და ორდენებით, 164 კაცს მიენიჭა გმირის წოდება, მათ შორის 6 ხარაგაულის მკვიდრია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქედან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა, 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის.

ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიეძღვნა ისტორიის კლუბის (კურატორი ი. ყრუაშვილი) წევრი VI-IX კლასის მოსწავლეების მიერ გამართული ღონისძიება „9 მაისი - გამარჯვების დღეა“.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ომში დაღუპული ქართველი გმირები, მათი საარაკო მამაცობისა და თავდადების ამბები, მათ შორის ჩვენი სკოლის კედლებში მოღვაწე ვეტერანი-პედაგოგები, აწ გარდაცვლილი ვლადიმერ ბლუაშვილი (ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ასევე სხვადასხვა დროს ეკავა დირექტორისა და სასწ. ნაწილის თანამდებობები), დიმიტრი ჭიპაშვილი (სამხედრო მომზადების, მოგვიანებით - შრომითი აღზრდის პედაგოგი) და შოთა მესხი (ფიზიკის პედაგოგი). დასასრულ, მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

ჩარიცხვები გამოქვეყნდა - 2026 წელს სტუდენტი 34150 აბიტურიენტი გახდა 

10-საათიანი ზღვარი და ვაკანტური საათების გადანაწილება - რა მითითებებს აძლევენ სკოლებს

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება