სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შიმშილი და სიღარიბე“ - ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
11-05-2021
-
+


ზემო ქედის მეორე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „შიმშილი და სიღარიბე“ პროექტი განახორციელეს.

მათ სიღარიბის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოიძიეს და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

"სიღარიბის დაძლევა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. მიუხედავად ფართომასშტაბიანი რეფორმებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანაში სიღარიბის დონემ მხოლოდ მცირედით დაიკლო. გაეროს განვითარების პროგრამა ეკონომიკური განვითარების პროგრამის საშუალებით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მდგრადი ეკონომიკური ზრდის სტრატეგიების შემუშავებასა და ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში. საკვების სისტემატური უკმარობა არ არის ისეთი სერიოზული მდგომარეობა, როგორც შიმშილი, თუმცა ის ორგანიზმის სერიოზულ დასუსტებას იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ სისუსტე შიმშილისა და საკვების უკმარისობის მხოლოდ პირდაპირი გამოვლინებაა. საინტერესოა, თუ რა იწვევს საკვების დეფიციტს. ფაქტორებს შორის აღსანიშნავია ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული ფაქტორები. ენერგო მომხმარებლებზე ფასების ზრდა, იწვევს საკვებზე ფასების ზრდას.

გახშირებული გვალვები და შტორმული ხასიათის წვიმები ამცირებს პროდუქციის მოყვანის მასშტაბებს, იგივე შეიძლება ითქვას ბუნებრივ-კატასტროფულ მოვლენებზე, რომელთა სიხშირემ საგრძნობლად იმატა. საკვებზე ფასის ზრდას კი მოჰყვება ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ძვირ ფასებს განვითარებადი ქვეყნები ვერ იხდიან და პროდუქცია განვითარებულ ქვეყნებს რჩებათ. სიღარიბე თავისთავად იწვევს შიმშილობას, რასაც დამატებითი ახსნაც არ ჭირდება,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

ჩარიცხვები გამოქვეყნდა - 2026 წელს სტუდენტი 34150 აბიტურიენტი გახდა 

10-საათიანი ზღვარი და ვაკანტური საათების გადანაწილება - რა მითითებებს აძლევენ სკოლებს

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება