სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცოდნა გვანიჭებს თავისუფლებას“ - მანანა ხობელია, ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი
07-05-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რა სჭირდება მომავალ თაობას, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა ხობელიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

- უპირველესად ის ადგილი, სადაც ყალიბდება მოზარდის ემოციური დამოკიდებულება გარემოსადმი, ადამიანებისადმი. სკოლაში სწავლობს მოზარდი ადამიანებთან ურთიერთობას და საკუთარი თავის წარდგენას საზოგადოებისათვის. სკოლის პერიოდში მიღებული შთაბეჭდილებები ძალიან ღრმა ფესვებს იდგამს ადამიანის ფსიქიკაში.

ცოდნა გვანიჭებს...

- თავისუფლებას. 

- მომავალ თაობას სჭირდება...

- მიზანდასახულობა, ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა .

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

 - მასწავლებლის შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე ბევრს ვფიქრობდი, არ მინდოდა შეცდომა დამეშვა. არ ვიცი ეს შეცდომის დაშვების შიშით იყო თუ არა გამოწვეული, მაგრამ ამან ფიქრს მიმაჩვია. ახლა მასწავლებლის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეს შეცდომა შესაძლებლობად უქციოს. მახარებს ეს ტრანსფორმაცია.

- დირექტორობა მეხმარება...

 - რომ  ჩემ გარშემო თანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და პროფესიონალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას შევუწყო ხელი.  

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ რაც გვაბრკოლებს, ის გვაძლიერებს... და არ უნდა დავნებდეთ, არ შევუშინდეთ წინააღმდეგობებს. 

 წარმატებისთვის აუცილებელია...

 - შრომისმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა და  კიდევ ერთხელ შრომისმოყვარეობა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება