TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან და დირექტორთან ერთად, სილოვან ხუნდაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს
06-05-2021
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან და დირექტორთან ერთად,  სილოვან ხუნდაძის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. 

სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა მოსწავლეებს სილოვან ხუნდაძის შესახებ ლექცია წაუკითხა და კიდევ ერთხელ გააცნო საზოგადო მოღვაწის ცხოვრების გზა. 

„სილოვან ხუნდაძე დაიბადა 1860 წლის 16 აპრილს სოფელ კალაგონში (დღევანდელი ჩოხატაურის რაიონი) მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში.

1880 წელს სილოვან ხუნდაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1879-1880 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალის „სამშობლო“ ოთხი ნომერი. 1884 წელს მან დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი.

პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1884 წლის შემოდგომაზე, ის შეუდგა მრავალწლიან, უაღრესად ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. აღნიშნული წლის დამლევიდან 1888 წლამდე იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის ქართულ სადავადაზნაურო სკოლაში. 1888 წელს იგი დაინიშნა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამის შემდეგ მთელი მისი ცხოვრება დაკავშირებული იყო ქუთაისთან. 1880-იანი წლების დამლევს ხუნდაძე არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად.

1900 წელს ხსენებული სკოლის ინსპექტორის იოსებ ოცხელის (1865-1919) და სილოვან ხუნდაძის თაოსნობითა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თანადგომით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება. იგი საქმიანობას შეუდგა, როგორც კერძო სრული გიმნაზია. თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიასთან ერთად ეს სასწავლებელი წარმოადგენდა ქართული ეროვნული საშუალო განათლების უმნიშვნელოვანეს კერას. გიმნაზიის პირველ დირექტორად დაინიშნა იოსებ ოცხელი, ხოლო ინსპექტორად – სილოვან ხუნდაძე. ამ გიმნაზიასთან იყო დაკავშირებული ხუნდაძის მთელი შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობა.

1917 წლის 17 მაისს ქუთაისში, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, შედგა სხდომა, რომელმაც განიხილა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების საორგანიზაციო საკითხები. კრების მონაწილეთა შორის იყო სილოვან ხუნდაძეც. სხდომაზე შეიქმნა „თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება“.

1919 წელს, იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდეგ, სილოვან ხუნდაძემ გიმნაზიას 1923 წლამდე უხელმძღვანელა.
სილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა ქუთაისში, 1928 წლის 12 მაისს. იგი განისვენებს ქუთაისის „მწვანეყვავილას“ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული - იხილეთ რომელ გამოცდაზე რამდენი აპლიკანტი დარეგისტრირდა

ზოგად განათლებას სკოლა აღიარებს, ცნობილია იცვლება თუ არა ატესტატის აღიარების წესი

ფულად დახმარებას ოჯახები მიიღებენ... - რა შემთხვევაში განისაზღვრა 1000-დან 5000 ლარამდე თანხა

პიროვნება

„მხოლოდ ცოდნითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა დასახული მიზანი“

სკოლები
​მოსწავლეთა გუნდის კოორდინატორი და მხარდამჭერი იყო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ინგა მართალიშვილი
 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა შექმნილი ულამაზესი ხელნაკეთი ნამუშევრები

პროექტის პრაქტიკული ნაწილი სოფლის ტყის დასუფთავებას დაეთმო

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება