„დედამიწა საფრთხეშია“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე - „დედამიწა საფრთხეშია“. მოსწავლეებმა ანთროპოლოგიური ფაქტორებით გამოწვეულ ცვლილებებზე, გლობალური დათბობაზე, სათბურის ეფექტსა და მჟავა წვიმებზე ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაციები ბიოლოგიის პედაგოგის, ლ. სილაგაძის ხელმძღვანელობით მოამზადეს.
იხილეთ ფოტოები