სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მწვანე გარემო ჩვენ გარშემო“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
05-05-2021
-
+


„მწვანე გარემო ჩვენ გარშემო“ - დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.

მოზარდებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებაზე და ერთმანეთს გაუზიარეს.

„ინფორმაცია მოიცავდა 22 აპრილის მნიშვნელობას, რომელშიც მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაციაა ჩართული.

ასევე ისაუბრეს ბუნების როლზე ჩვენს ცხოვრებაში. ერთმანეთს გაუზიარეს ის კრიტერიუმები, რომლითაც შეძლებენ გარემოს დაცვას. ბავშვებმა ხაზი გაუსვეს იმ პრობლემასაც, რომ ადამიამების დაუდევრობის და სიზარმაცის გამო დიდი ზიანი ადგება ჩვენს საარსებო გარემოს. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი კატასტროფები, უნდა შევეცადოთ, შევზღუდოთ ისეთი მოქმედებები, რითაც ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას.

XI კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის გარშემო ტერიტორია, დარგეს ნერგები და სხვადასხვა სახეობის ყვავილები, რომლებსაც რწყავენ და უფრთხილდებიან. ასევე საკუთარი ხელით გააკეთეს ბუკლეტები და სხვა მოსწავლეებსაც გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება