სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი საყვარელი პოეტი თითქმის სამი საათი „დავატყვევეთ“ - თელავის N9 სკოლაში დავით მაღრაძეს უმასპინძლეს
05-05-2021
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა და ამ დღესთან დაკავშირებით ქართველ პოეტთან, დავით მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეებმა პოეტთან ქართულ და უცხოურ ლიტერატურაზე, ქართველ მთარგმნელებზე, განმანათლებებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.

„ემოციები მატულობს, სამასწავლებლოში  უფროსკლასელები და მასწავლებლები იკრიბებიან, ველოდებით ქართველ პოეტთან -დავით მაღრაძესთან  შეხვედრას. დიახ, ასე გაგვანებივრა სკოლის დირექციამ და ეს ისტორიული დღე  გაგვილამაზა. სტუმართან შეხვედრის ორგანიზება ქალბატონებმა ნანა თვალიაშვილმა და თინათინ ჯავახიშვილმა ითავეს და კოლეგებთან ერთად ყოველივე ლამაზადაც წარმართეს.  

ყვავილებში ჩაეფლო სკოლა და ქართული ანბანის ასოები ყველგან მიმოიფანტა. ჩვენი საყვარელი პოეტი თითქმის სამი საათი „დავატყვევეთ“, ბოლომდე „ჩავეძიეთ“ და  „გამოვიკვლიეთ“ მისი ლიტერატურული გემოვნებ და შეხედულებები ქართულ ენასა თუ მსოფლიო ლიტერატურაზე, გავეცანით მის მსოფლმხედველობას კულტურაზე, განმანათლებლებზე, ქართველ  მთარგმნელებზე. პოეტის უშუალობითა და გულწრფელობით აღფრთოვანებულმა  მოსწაველეებმა ახალი შეხვედრის დაგეგმა უკვე  მოითხოვეს და  თემებიც კი დაასახელეს, რაზეც გულახდილად ისაუბრებდნენ პოეტთან.

დარწმუნებულები ვართ, ემოციები დიდხანს არ დაცხრება, ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობის მეხსიერებაში სამუდამოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩება ეს თბილი, უშუალო, ლამაზი შეხვედრა...“, -  ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება