| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება ჩართულია არაერთ შემეცნებით პროექტში და 26 აპრილს, ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
მაყურებლებს ანა გოგიტიძის ექვსეული დაუპირისპირდა. IX კლასის ნაკრებმა გუნდმა მაყურებლებს ანგარიშით 6:4, საინტერესო ბრძოლაში სძლია, თამაშის საუკეთესო მოაზროვნე კი გუნდის კაპიტანი, IX „ა“ კლასის მოსწავლე - ანა გოგიტიძე გახდა.
გუნდის წევრები არიან: ანა გოგიტიძე (კაპ. - IX „ა“ კლასი), კესო ზივზივაძე (IX „ა“ კლასი), ნინი გრიგოლაშვილი (IX „ბ“ კლასი), ლიზი ორმოცაძე (IX „დ“ კლასი), თომა კილაძე (IX „დ“ კლასი), თედო კილაძე (IX „დ“ კლასი).
თამაშის მონაწილეებს პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ სერტიფიკატებით. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ „რა? სად? როდის?“ არაფორმალური განათლების ფარგლებში იმართება და მას სკოლა „პროგრესის“ ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი, ზაალ ხონელიძე უძღვება.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ