სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ნერგები დარგეს
28-04-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეები არაფორმალურ განათლებას აქტიურად ეუფლებიან. ინკლუზიური განათლების ტრენერი და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი ლალი ჯაფარიძე სსსმ მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს.

„ვიცით, რომ არაფორმალური განათლება გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა ცოდნის შეძენას. განსაკუთრებით ეფექტურია არაფორმალური განათლება სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს.

სწორედ ამ მიზნით წინასწარ ვგეგმავთ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მათ მოტივაციას ზრდის და ამავდროულად გარკვეული უნარების განმტკიცებას უწყობს ხელს!

22 აპრილს  დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს, რესურსოთახში კი ვისაუბრეთ დედამიწის დღის მნიშვნელობაზე.

მიმდინარე კვირა აღდგომის დღესასწაულისთვის მზადებას ეძღვნება.

სსსმ მოსწავლეები ხალისით ამზადებენ სააღდგომო პოსტერებს, ასახელებენ ფერს, ფორმას და ასხვავებენ ფიგურებს ზომის მიხედვით!

პლასტელინისგან ამზადებენ კვერცხებს, შემდეგ ვათლევიებ ვინ რამდენი გააკეთა და ადარებენ საგნის რაოდენობას.
არაფორმალური განათლების მთავარი დანიშნულებაც ესაა, რომ მოსწავლესთან ვიმუშაოთ ყველა იმ აკადემიური უნარების განმტკიცებაზე, რომელიც ესაჭირეობა ხალისით და დაძაბულობის გარეშე!“ - ამბობს ლალი ჯაფარიძე, ინკლუზიური განათლების ტრენერი და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება