სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა დედაა ერისა“ - სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მეთოდური დღე ჩატარდა
21-04-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში მეთოდური დღე - „ენა დედაა ერისა“ ჩატარდა.  

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  დიდი მოწონება დაიმსახურა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრთა -  წამყვანი მასწავლებლებლის, მაყვალა მანწკავას, მანანა ნაცვლიშვილისა და მენტორ მასწავლებელ ხათუნა ხალვაშის მიერ საინტერესო ფორმატით ჩატარებულმა ინოვაციურმა სამოდელო გაკვეთილებმა, რომელიც მოიაზრებდა კონფერენციას, ლიტერატურულ კომპოზიციას, ინტერაქტიულ ვიდეოს და ა.შ

„უფროს მასწავლებელ ნათელა სურმანიძის პირველკლასელთა საოცარმა ანბანთქებამ: „აი ია - საოცრების დასაწყისი“  განსაკუთრებული სითბოთი და სიამაყით აავსო მსმენელი,“- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სწავლის მოტივაციის ამაღლებას ემსახურებოდა წამყვან მასწავლებელ ვარდო ხოზრევანიძის ჩატარებული კონკურსები: მხატვრული კითხვა, ონლაინვიქტორინა და კონკურსი საუკეთესო ბლოგის გამოსავლენად.

შთამბეჭდავი იყო მენტორ მასწავლებელ ხათუნა ხალვაშის პრეზენტაცია თემაზე „ონლაინინსტრუმენტები სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის“. 

ემოციებით დატვირთული დღე ახალგაზრდა პედაგოგთა კლუბში დისკუსიითა და აზრთა გაცვლა-გაზიარებით დასრულდა.

„სკოლის წამყვანი მასწავლებლები, რუსუდან კოპლატაძე და მადონა ავალიანი უშურველად გასცემდნენ რეკომენდაციებს „ახალი სკოლის მოდელით“ გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად, ისინი კოლეგებს სწავლების პროცესში წარმოქმნილ სიძნელეების გადალახვის გზებს უზიარებდნენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება