სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამთო-სათხილამურო სპორტში საპრიზო ადგილები დაიკავეს
06-04-2021
-
+


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რომლებიც გუდაურის სამთო სათხილამურო კლუბის წევრები არიან, თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში საპრიზო ადგილები დაიკავეს.

მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამთო სათხილამურო სპორტში. ყოველთვის მონდომებით ვარჯიშობდნენ და მონაწილეობდნენ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები გამოდიოდნენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე. სკოლის სპორტულ ტრადიციებს ამჟამინდელი მოსწავლეები აგრძელებენ. თუმცა არსებულ სიტუაციაში ვერც ვარჯიშობდნენ და ვერც შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ.

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიღებული რეგულაციების გათვალისწინებით, მიმდინარე ზამთრის სეზონში დახურული იყო ყველა სათხილამურო კურორტი, რის გამოც მოთხილამურეები ვერ ახერხებდნენ ვარჯიშს.

8 მარტს გაიხსნა და ამუშავდა გუდაურში საბაგირო გზები. სპორტსმენებმა ვარჯიში განაახლეს და 31მარტს გამართულ შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც გუდაურის სამთო სათხილამურო კლუბის წევრები არიან, თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში საპრიზო ადგილები დაიკავეს. გაგაცნობთ მათ: ლუკა ბუჩუკური, ნიკოლოზ გაგაძე, ლევან ნაზღაიძე, ილია წამალაიძე, ლუკა ბურდული. მწვრთნელი, შალვა ცირეკიძე კმაყოფილია მათი შედეგებით.

ვუსურვებთ მათ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება