სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ემეგობრე მემკვიდრეობას“ - თბილისის N133 სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაზე პრეზენტაციები, ვიდეოკოლაჟები და პლაკატები წარადგინეს
02-04-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლაში პროექტის - „აწმყო, შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლების - ნინო ბაკურაძისა და ანა ურუშაძის ორგანიზებით, მატერიალური კულტურული ძეგლების შესახებ კონფერენცია - „ემეგობრე მემკვიდრეობას“ გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, მე-5, მე-7 და მე-10 კლასების მოსწავლეებმა პრეზენტაციები, ვიდეოკოლაჟები და პლაკატები წარმოადგინეს და ქართული ძეგლების ისტორიასა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ჩვენი ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელობა და მისი დაცვისა და გაფრთხილებისკენ მოგვიწოდეს.

სვეტიცხოვლის, ზარზმის, გერგეტის სამების, ნარიყალასა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, გაცოცხლდა ძირითადი ცნობები ჩვენ წინაშე.

ყოჩაღმა ბავშვებმა ტურისტებისთვისაც მოამზადეს სარეკლამო ბანერები და ჩვენს ლამაზ ქვეყანაში სტუმრობის ათი მიზეზიც გაგვიზიარეს.

კონფერენციას - „ემეგობრე მემკვიდრეობას“ დირექციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დირექტორმა, ლიანა ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს საინტერესო გამოსვლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისა და დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სიყვარული იწყება ცოდნით და გაზიარებით. ჩვენმა ყოჩაღმა ბავშვებმა პირველი ნაბიჯები ამ საინტერესო გზაზე უკვე გადადგეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება