სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქალთა დღე დისველის საჯარო სკოლაში და პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის ემოციური გზავნილი
08-03-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის ასლან შაინიძეს სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში 8 მარტი აღნიშნეს.

1-ლი და მე-3 კლასების მოსწავლეებმა, გაზაფხულის დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელეს.

სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი, სკოლის სახელით, სრულიად საქართველოს ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„ასლან შაინიძეს სახელობის სოფელი დისველის საჯარო სკოლა, სრულიად საქართველოს ქალბატონებს, ულოცავს 8 მარტს. უსურვებს ლამაზ, სიხარულით აღსავსე დღეებსა და ოჯახის კეთილდღეობას.

არაფერი ისე არ უხდება ქალს, როგორც ბედნიერებით გასხივოსნებული თვალები. სწორედ ეს მზერა იყოს თქვენი მეგზური, სიცოცხლის დასაბამიდან  დასალიერამდე...

ამ დღეს, ჩემი თვალთახედვით, ყველა ქალბატონი მზესავით უნდა ასხივებდეს. ეს კი შესაძლებელია, მოულოდნელი საჩუქრების გათვალისწინებით, რომელიც დისველის  საჯარო სკოლის პატარა ონავრებმა, კერძოდ პირველკლასელებმა, ხელძღვანელი ეთერი ცეცხლაძე და მესამეკლასელებმა, ხელმძღვანელი ირმა ბურდული, საკუთარი ძალისხმევით მოამზადეს.

დედებო, ქალბატონებო პედაგოგებო, გილოცავთ ამ მშვენიერ დღეს. ასეთი საჩუქრებით იყავით გარემოცული, მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება. მადლობას ვუხდით ამ კლასების ხელმძღვანელებს იმ ენერგიისთვის,  რომლის ზეგავლენის შედეგიც სახეზე გვაქვს და მშობლებს ასეთი ყურადღებიანი მოსწავლეების აღზრდისთვის“, - აცხადებს ნინო დოხტურიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება