სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის საბავშვო გადაცემის წამყვანებმა ღვაწლმოსილი პედაგოგისგან - ვივინა ძიძიგურისგან ინტერვიუ აიღეს
02-03-2021
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საბავშვო გადაცემა „გვირილების“ წამყვანებმა ღვაწლმოსილი პედაგოგისგან, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვივინა ძიძიგურისგან ინტერვიუ აიღეს.

„სიკეთე -  გზა სრულყოფილებისაკენ! ყოველი ადამიანის სული ბუნებით მოწოდებულია ცხონებისაკენ და მიწიერი ცხოვრების მანძილზე მთელი თავისი არსებით მიელტვის სიკეთეს, ყველგან ცდილობს, შეკრიბოს მოიხვეჭოს სიკეთე.

სიკეთეა, როდესაც ეხმარები ადამიანს უცნობს, ნაცნობს და იმისგან არაფერი არ გინდა. სიმართლე ყოველთვის და ამის არ უნდა გეშინოდეს ადამიანს. სიკეთე უსასრულოა, კაშკაშა მზე და მისი სხივებია. მას საზღვარი არ აქვს, იგი ღვთისგან ნაბოძები ნიჭია და მადლია. მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლა ყოვლისშემძლე მთის მწვერვალისკენ. იგი ღვთისგან მოდის და ადამიანებში სახლდება. სიკეთე უდიდესი ნიჭიც არის, რადგან ის ამკვიდრებს ბედნიერებას, სიხარულს, ყოველივე კეთილი წარმოქმნის ყოველგვარ ადამიანურს, რომელიც ძალიან გვჭიდება, სიკეთე ქმნის სიკეთეს, რომლითაც უნდა გავიხაროთ.

სწორედ ასეთ კეთილშობილ ადამიანთან იმყოფებოდნენ ინტერვიუს ასაღებად ხუნწის საჯარო სკოლის IV კლასის საბავშვო გადაცემა „გვირილების“ წამყვანები...ეს ადამიანი გახლავთ ღვაწლმოსილი პედაგოგი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე - ქალბატონი ვივინა ძიძიგური, რომელიც სიკეთის განსახიერებაა და მუდამ დგას პედაგოგების სადარაჯოზე. მისი ღვაწლი კი მოსწავლეების მიმართ ფასდაუდებელია“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება