სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მართა ხარძიანმა ესეების კონკურსში წარმატება მოიპოვა
01-03-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწიეს.

„კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ოქტომბერში ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოაცხადა კონკურსი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სახელწოდებით „მიულოცე მეფეს“.

კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, მიელოცათ დიდებული მეფისადმი იუბილე პატარა წერილით, რომელიც დაეყრდნობოდა ერეკლე მეფის ხელნაწერი  მემკვიდრეობის ერთ-ერთ ხელნაწერს და მისალოც ბარათში გამოეკვეთათ მეფე ერეკლეს პორტრეტის უნიკალური, მხოლოდ კონკრეტული მოსწავლის მიერ დანახული შტრიხი (სამშობლოსადმი, ყმებისადმი, ეკლესიისადმი, შვილისადმი და ა.შ. დამოკიდებულება). მოსწავლეებს ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გადაეცათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეფე ერეკლეს მიერ მომზადებული საბუთებისა და წერილების ფოტოასლები და ჩარჩო-მოხატულობა. სწორედ ამ ჩარჩო-მოხატულობაში ჩაწერეს მოსწავლეებმა საკუთარი მილოცვის ტექსტი. ნამუშევრების მიღება დამთავრდა 24 ნოემბერს.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებმაც (სამი მოსწავლე). 

ერთი მათგანის - ამავე სკოლის VI კლასის მოსწავლის მართა ხარძიანს ნამუშევარმა წარმატება მოიპოვა და 25 თებერვალს საქართველოს ფოსტის მეშვეობით მოუვიდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი სიგელი, ისტორიული რუკების ნაკრები და სიმბოლური საჩუქრები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებს ხელმძღვანელობა გაუწია ამავე სკოლის ამავე კლასების „ჩვენი საქართველო"-ს მასწავლებელმა გიორგი ტერუნაშვილმა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება