სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა
01-03-2021
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტოს სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავი აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით, ისტორიის წამყვანი მასწავლებლის, ირმა ლიპარტელიანის ინიციატივით, საინტერესო და დასამახსოვრებელი ღონისძიება ჩატარდა.

„მასწავლებელი ამომწურავად ესაუბრა მოსწავლეებს 1921 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე; შემდეგ უფროსკლასელმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები დაღუპულ იუნკრებსა და მარო მაყაშვილზე; ასევე, წაიკითხეს მათდამი მიძღვნილი ლექსები.

მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს ოკუპაციის პერიოდის ამსახველი მასალები და შექმნეს სტენდი, რომელიც გამოფენილი იყო სკოლის ფოიესა და სააქტო დარბაზში.

ღონისძიების მხატვრული გაფორმება, როგორც უმეტესად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ლალი კოპალიანს ეკუთვნოდა.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მესამეკლასელთა კედლის გაზეთი, (კლასის დამრიგებელი სოფიო მიქაძე) რომელზეც დახატული იყო საქართველოს რუკა, ზედ წარწერილი ბავშვური სურვილებით მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნების შესახებ.

მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი „საქართველოს ოკუპაცია - ქართველი იუნკრები“ და მხატვრულ- დოკუმენტური ფილმი მარო მაყაშვილზე „გაფითრებული თებერვლის ლანდი“.

ბოლოს, სკოლის დირექტორმა, მთვარისა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს: ირმა ლიპარტელიანს, ლალი კოპალიანსა და სოფიო მიქაძეს, წაიკითხა ნაწყვეტი მარო მაყაშვილის დღიურიდან და მისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი.

ღონისძიება გამსჭვალული იყო მშობლიური მიწის სიყვარულის გრძნობით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივისცემისა და საქართველოს ერთიანობის იდეით“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება