სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

''მაჩვენეთ ისეთი დამამტკიცებელი საბუთი, როგორიცაა ჩემი შეხედულებები'' - სერ ისააკ ნიუტონი
10-10-2016
-
+


ისააკ ნიუტონი - ინგლისელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ალქიმიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი. მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”, სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს.

ნიუტონი პირველი იყო, ვინც ჩამოაყალიბა დედამიწის და პლანეტების მოძრაობის მმართველი ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტაზე.

ლუი ლაგრანჟის თქმით: “ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ეხლაა შესაძლებელი”.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონი ღრმადმორწმუნე პიროვნება იყო, მაინც არ სჯეროდა სატანის და წმინდანების.

დიდი შიში ჰქონდა ბიბლიის მიმართ. გაცილებით მეტი რელიგიაზე აქვს დაწერილი, ვიდრე მეცნიერულ სფეროში.

მას ეკუთვნის სიტყვები: “მაჩვენეთ ისეთი დამამტკიცებელი საბუთი, როგორიცაა ჩემი შეხედულებები”. ყოველთვის სჯეროდა საკუთარი თავის და მიაჩნდა, რომ “ნიუტონი არ ცდება”.

ისააკ ნიუტონი ერთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა პოლიტიკაშიც. რა თქმა უნდა, აქაც ყველასგან ყველაფრით განსხვავებული იყო. მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, გამოთქვა ერთადერთი აზრი. მან თავისთან ახლო მდგომ კარის კაცს სთხოვა დაეხურა ღია ფანჯარა, რომელიც დახატული იყო.

ნიუტონის საფლავის ქვას ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში ამშვენებს წარწერა: „აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტების მოძრაობა, კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები. ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებებს, რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა. ბუნების, წარსულის და წმინდა წერილის  მუყაითი, ბრძენი  და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოფიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას, ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას…“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთთა ანაზღაურების წესში ცვლილები შევიდა - ბრძანება უკვე გამოქვეყნდა 

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლემ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
 

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება