სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა კრიტერიუმით მოხდება სკოლების სრულად გახსნა? - „განვიხილავთ რეგულაციის კიდევ უფრო შემსუბუქებას და უფრო ადრე გახსნასაც“
26-01-2021
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მორიგი განმარტება გააკეთა სასწავლო პროცესის სკოლებში განახლების შესახებ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სკოლების გახსნა მხოლოდ ერთ კრიტერიუმზეა დამოკიდებული - ეს არის  7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი.  

„მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ 1 თებერვალს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის, სკოლები გააგრძელებენ მუშაობას, საკლასო ოთახებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის საკლასო ოთახი. რაც შეეხება ამ სამ ქალაქს, როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით, პირველ მარტს მოხდება სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი,  კერძოდ, 7 დღის განმავლობაში 4%-იანი მაჩვენებელი ინფიცირების, ანუ, თუ პირველ მარტამდეც ეს 7-დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ კიდევ უფრო შემსუბუქებას რეგულაციის და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც მომდინარეობს ჯანდაცვის სფეროდან და ცხადია დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი გაგრძელდეს სკოლებში, სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული“, - განმარტა მიხეილ ჩხენკელმა და დასძინა, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება