სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სანამ დრო ჩვენს ხელთაა, გავუფრთხილდეთ, საჩვენოდ გამოვიყენოთ“- ორღულის საჯარო სკოლის პედაგოგი გამოწვევებით სავსე 2020 წელსა და ახალ შესაძლებლობებზე
29-12-2020
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლა გასულ წელს აჯამებს. როგორც პედაგოგი ია დარბაიძე აღნიშნავს, უჩვეულო იყო 2020 წელი თავისი გამოწვევებით, თუმცა განსხვავებულმა ვითარებამ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა.

„აი, კიდევ ერთი სასწავლო წლის კიდევ ერთი სემესტრი მიიწურა. უჩვეულო განცდა გვეუფლება ყველას: მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და ყველას, ვისაც ონლაინ გაკვეთილებთან ჰქონდა შეხება.

მსოფლიოში გამეფებულმა ეპიდემიურმა მდგომრეობამ ადამიანებს ცხოვრების სტილი შეგვიცვალა. აღარ მივიჩქარით სამსახურებში, აღარ დაგვყავს შვილები ბაღებსა და სკოლებში, რადგან სახლში ყოფნაა ახლა ერთადერთი გამოსავალი ვირუსთან ბრძოლაში: არ ვნახავთ, არ შეეხებით და გადავრჩებით და გადარჩებიან; სიცოცხლეს შევინარჩუნებთ და სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ...

და რა უნდა ვქნათ ასეთ ვითარებაში? როგორ უნდა ვაქციოთ ერთფეროვანი დღეები საინტერესოდ? უპირველესად, გავიხსენოთ ის დრო, როცა რაიმეს გაკეთება გვსურდა და არ გვეცალა. დიახ, ახლა დადგა ის დრო, როცა საყვარელი საქმიანობა უნდა გავიხსენოთ და მცირედი ბედნიერება მოვიპოვოთ. გიყვარდა ხატვა და არ გეცალა? დაე, ახლა ხატე, ფერებს ხომ უდიდესი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. აკეთე, შექმენი, გაიხარე, იყავი ბედნიერი, დიახ, ბედნიერი იმით, რასაც სიცოცხლე ჰქვია...

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული...ოდესმე ეს დღეებიც დასრულდება, ჩაბარდება წარსულს და უკან რომ მოვიხედავთ, ვირუსზე საზარელი ის დაკარგული დრო იქნება, ჩვენ განვითარებას რომ არ მოვახმარეთ...

ჰოდა, სანამ დრო ჩვენს ხელთაა, გავუფრთხილდეთ, საჩვენოდ გამოვიყენოთ... ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობდა: ეშმაკსაც შეგიძლია მოახტე და ტაძრამდე მიაყვანინო თავიო“,-აღნიშნავს პედაგოგი ია დარბაიძე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება