სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლას მუდამ ემახსოვრება პროფესიაზე, ბავშვებსა და მშობელ კუთხეზე შეყვარებული მერაბ მასწავლებელი“-ბარდნალის საჯარო სკოლა მერაბ ქომეთიანს ემშვიდობება
14-12-2020
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის დღეს ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის ​საჯარო სკოლა პედაგოგ მერაბ ქო მეთიანს ემშვიდობება. სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„მშვიდობით, მ ე რ ა ბ მასწავლებელო!

( მ ე რ ა ბ ქ ო მ ე თ ი ა ნ ი ს ხსოვნას)

დღეს ლადო ასათიანის სახელობის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლა მერაბ მასწავლებლის გარეშე დარჩა.

ამის წარმოდგენაც კი გვიჭირს ყველას, შენს კოლეგებს, ძველსა თუ ახალ თანამშრომლებს, მერაბ, ჩვენო თბილო, ნიჭიერო, წესიერო, თავმდაბალო და იუმორით სავსე მეგობარო!

ბარდნალის სკოლა ხომ შენი მეორე ოჯახი იყო; აქ სწავლობდი, სადაც შენი საუკეთესო მშობლები ასწავლიდნენ, მერე კი ოცდათხუთმეტი წელი შენს მეუღლესთან, ქალბატონ მანანასთან, ერთად აქ მოღვაწეობდი, ასწავლიდი ბავშვებს მათემატიკას და - არა მხოლოდ საგანს: ზნეკეთილობას, სიყვარულს, პასუხისმგებლობასა და ურთიერთპატივისცემას. ამ ყველაფერს შენებური იუმორითა და ღიმილით განაზავებდი, ამიტომაც იყო, რომ ყველას დიდი სიყვარული დაიმსახურე!

ამის დასტური ამდილანდელი არა მხოლოდ ჩვენი კოლეგების ქვითინი, არამედ ჩვენი მეხუთეკლასელების გულწრფელი ცრემლებით სავსე წერილებია, ერთიმეორის მიყოლებით რომ მიგზავნიდნენ!

მრავალმხრივი განათლება, ისტორიისა თუ სპორტის სიყვარული იყო იმის მიზეზი, რომ უფროსკლასელ მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ შენთან საუბარი თავისუფალ დროს, ყველა კურსდამთავრებული გულით გეპატიჟებოდა ექსკურსიაზე, შენც ხალისით მიჰყვებოდი და ათასგვარ თავგადასავალს უამბობდი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შენი საოცარი მეხსიერება! ვერცერთი კოლეგის დაბადების დღის მილოცვას ვერავინ მოგასწრებდა, ჩვენ კი ერთ რამედ გვიღირდა 13 ივნისს, შენს დაბადების დღეზე, თქვენს ოჯახში სტუმრობა და მოლხენა.

ყოველ დილით ადრიანად მოიჩქაროდი სკოლისაკენ, კაბინეტში შემოიხედავდი, გულიანად მომესალმებოდი და სამასწავლებლოში მერე შეხვიდოდი. დინჯსა და საოცრად მოკრძალებულს, ამ ბოლო წლებში კომპლიმენტის თქმაც გამოგდიოდა, რაც ძალიან დიდ სიხარულს მგვრიდა, გაზაფხულზე კი, ჩემი ტრაგედიის მერე, მანანასთვის გითქვამს, მთვარისას შავებში ჩაცმულს ვერ ვუძლებო.

ჩვენი არცერთი სუფრა, რომლის თამადაც ხშირად იყავი ისე არ დამთავრდებოდა, რომ ჩვენი სკოლის გარდაცვლილი პედაგოგები არ გაგვეხსენებინა და მათი შესანდობარი არ გვეთქვა. ძნელია, შენც რომ მათ რიგებს უნდა მიგაკუთვნოთ აწი! ჯერ ხომ მხოლოდ სამოცდასამი წლისა იყავი, მერო!

საუკეთესო შვილები აღზარდეთ, შენ და მანანა მარტო, კი არა, ჩვენი სკოლაც და კუთხეც იამაყებს მათით! ისინი შენს გზას ღირსეულად გააგრძელებენ, შენი სახელი კი საამაყოდ ექნებათ მუდამ!

ვერ წარმომიდგენია, რომ სამშაბათს სკოლაში ზარი სხვამ დარეკოს, შენ ხომ ამ დღის უცვლელი მორიგე იყავი, მერაბ, საოცარი პასუხისმგებლობით რომ ეკიდებოდი ამ საქმეს!..

შენი განვლილი ცხოვრებით უფალთან პირნათელი წარდგები და მართალთა გვერდით დაიმკვიდრებ სამუდამო განსასვენებელს, მჯერა, ლადო ასათიანის სახელობის ბ ა რ დ ნ ა ლ ი ს სკოლას კი მუდამ ემახსოვრება თავის პროფესიაზე, ბავშვებსა და მშობელ კუთხეზე შეყვარებული გულმართალი მ ე რ ა ბ (იკო) მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ე ლ ი !“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება